მართალიცაა, რადგან ცუდი სტარტის შემდეგ "ბორუსიამ" მდგომარეობა აშკარად გამოისწორა და ახლა 16 ქულით მოწინავე გუნდებს შორისაა. შესაბამისად, ლოგიკური იყო კითხვა, რომელიც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა "დორტმუნდის" მწვრთნელ იურგენ კლოპს დაუსვეს: "ბაიერნს" ისევ "ბორუსია" უნდა შეებრძოლოს?"
აი, კლოპის პასუხიც: "სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით გამოკვეთილი მხოლოდ ის არის, რომ "ბაიერნი" ლიდერია. ჩვენ დღ
ყველაფერი რომ კარგადაა, ეს "ბორუსიამ" პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაში უნდა დაამტკიცოს, სადაც დორტმუნდელებს "ოლიმპიაკოსთან" გადამწყვეტი მატჩი ელით. სწორედ ბერძნებთან მომდევნო ორი მატჩი გაარკვევს, განაგრძობს თუ არა გერმანიის ჩემპიონი ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას.
ამასობაში, მიუნხენის "ბაიერნს" უკვე ”ცა ქუდად აღარ მიაჩნია, დედამიწა კი ქალამნად”. კონკურენტებმა წაიფორხილეს ("გლადბახმა" ფრე ითამაშა, "ვერდერმა" სულაც წააგო), "ბაიერნმა" კი "ჰერტას" ისე იოლად გადაურბინა, მეტი რომ არ შეიძლება და მეორეადგილოსან "გლადბახს" ხუთი ქულით უსწრებს. მიუნხენელებს ბერლინელთა კარში გოლების გატანა ისე გაუადვილდათ, ალბათ ვარჯიშის დროს, ორმხრივ თამაშში უფრო გაუჭირდებოდათ. თავად განსაჯეთ: 13 წუთის შემდეგ ტაბლოზე უკვე 3:0 ენთო, მატჩის ბედი კი გადაწყვეტილი გახლდათ. მერე რეკორდმაისტერმა ყოფილი შვილის, მარკუს ბაბელის "ჰერტა" დაინდო და საბოლოო ჯამში 4 გოლი აკმარა. რაც მთავარია, "ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა და კარიც ისევ მშრალად შეინახა.
ამრიგად, მიუნხენური გრანდი უაღრესად მნიშვნელოვანი საჩემპიონთალიგო მატჩის წინ (სამშაბათს, "ნაპოლისთან") შესანიშნავ ფორმაშია. მატჩის შემდეგ მიუნხენელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა აღიარა, მეორე ტაიმში ძალები დავზოგეთ, რადგან "ნაპოლისთან" დიდი ბრძოლა გველისო.
...და "ჰერტა"? საფინალო სასტვენის შემდეგ ბერლინელთა ექს-მიუნხენელმა ანდრეას ოტლმა ყველაზე რეალური თქვა - "ბაიერნი" ისეთ ფორმაშია, უნდა გვიხაროდეს, მარტო 4 გოლი რომ გაგვიტანესო. "შოკში ვიყავი, 13 წუთში სამი გოლი გაგვიტანეს და მერე კატა-თაგვობანას გვეთამაშებოდნენ. რას ვიზამთ, "ჰერტას" "ბაიერნამდე" ძალიან ბევრი უკლია," - ეს ბაბელის სიტყვებია, რომელსაც მატჩის შემდეგ ჰაინკესმა პირდაპირ ეთერში იმის ნება დართო, რომ ამიერიდან შენობით ელაპარაკოს. გაგახსენებთ: ჰაინკესი ბაბელის ყოფილი მწვრთნელია. მეტიც, მარკუსი თავის დროზე სწორედ "დონ იუპმა" აღმოაჩინა.
რაც შეეხება "ბაიერნის" სარეკორდო სვლას: მანუელ ნოიერს 748-წუთიანი მშრალი სერია აქვს, რეკორდი კი ტიმო ჰილდებრანდს ეკუთვნის (884 წუთი). ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისია, ნოიერმა გოლი "ჰანოვერთანაც" არ გაუშვას და მერე "ნიურნბერგთან" 47 წუთი გაძლოს, რომ ახალი რეკორდსმენი გახდება.
"შალკესა" და "კაიზერსლაუტერნის" მატჩში მთავარ როლში მსაჯები იყვნენ, რომლებსაც გულშემატკივრებმა ყველაფერი ესროლეს, რაც ხელში მოხვდათ, იმ სალანძღავი სიტყვების ჩამოთვლას კი აღარ დავიწყებთ, რასაც გელზენკირხენის პუბლიკა პირველიდან ბოლო წუთამდე სკანდირებდა. საპასუხოდ, არბიტრებმა მოედნიდან ორი ფეხბურთელი გააძევეს და ორი პენალტი დანიშნეს.
"შალკემ" "ლაუტერნთან" 1:2 წააგო და მთელი ეს ორომტრიალი არბიტრების გამო იმიტომ მოხდა, რომ ცნობილი გერმანელი მსაჯი მარკუს მერკი, რომელსაც სამსაჯო კარიერა დასრულებული აქვს, გელზენკირხენში პირველად ჩავიდა მას მერე, რაც მისი გადაწყვეტილების გამო, "შალკემ" გერმანიის ჩემპიონობა ბოლო ტურის ბოლო მატჩის ბოლო წუთზე (!) დაკარგა. მას მერე 10 წელი გავიდა და თქვენც გეხსომებათ ჯარიმა, რომელიც მერკმა "ბაიერნისა" და "ჰამბურგის" მატჩში მიუნხენელთა სასარგებლოდ დანიშნა, რომლის წყალობითაც რეკორდმაისტერი წაგებას გადაურჩა და "შალკეს" ჩემპიონობა ხელიდან გამოგლიჯა.
სხვათა შორის, გელზენკირხენულ კლუბს მაშინაც ჰუუბ სტევენსი წვრთნიდა, რომელმაც თამაშის დაწყებამდე მერკს ხელი ჩამოართვა, მაგრამ ამ ჟესტმა "შალკეს" ფანები მაინც არ დაამშვიდა - მათ საერთოდ არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა მოედანზე: პირველიდან ბოლო წუთამდე მერკს აგინებდნენ.
ეტყობა, მერკის ასეთ დღეში ჩაგდების ბრალი იყო ის, რომ შეხვედრის არბიტრებმაც აათამაშეს "კუნთები". 27-ე წუთზე მიუნხენელმა მსაჯმა პეტერ ზიპელმა "შალკეს" კარში პენალტი დანიშნა და გელზენკირხენელთა მეკარე ფერმანი მოედნიდან გააძევა. კიპერმა კუემაა კი წააქცია, მაგრამ ფოლი არ იყო უხეში და ზიპელს შეეძლო, ფერმანი დაენდო. ეს უკანასკნელი უნერშტალმა შეცვალა, რომელიც ტიფერტის პენალტს ვერ გაუმკლავდა.
მეორე ტაიმში ზიპელმა ფეხბურთელი "ლაუტერნსაც" გაუგდო და უნდა ითქვას, რომ ესეც საეჭვო გადაწყვეტილება გახლდათ. ზიპელი აშკარად აჭრილი იყო: ისევ პენალტი, ისევ წითელი და ისევ მცდარი გადაწყვეტილება, ჰუნტელაარმა კი ანგარიში გაათანაბრა (ჰოლანდიელის მე-8 გოლი მე-9 მატჩში). თუმცა "ეშმაკებმა" თამაში მაინც მოიგეს: კუემაას მიერ თავით გატანილი გოლით.
მიუხედავად იმისა, რომ "მაინცი" საშინელ ფორმაშია, ამ გუნდის მარცხი, საკუთარ მოედანზე, "აუგსბურგთან" მაინც სენსაციაა. თომას ტუხელის გუნდმა ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო, აქედან ზედიზედ მეოთხე საკუთარ "ბრუხვეგშტადიონზე". ბუნდესლიგის დებიუტანტმა კი ისტორია შექმნა: "აუგსბურგმა" ელიტაში თავისი პირველი თამაში მოიგო. მაინცელთათვის ორმაგად მტკივნეული იყო ის, რომ მსაჯმა ნიკოლაი მიულერს გოლი არ ჩაუთვალა - თამაშგარე პასიური გახლდათ.
"შტუტგარტმა" "ჰოფენჰაიმი" 2:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში შვაბენლანდური კლუბის ფეხბურთელებმა იჩხუბეს. მე-80-ე წუთზე მარტინ ჰარნიკი "ჰოფეს" კიპერ შტარკესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ უცებ კაკაუ მივარდა და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ მისთვის ბურთის წართმევა სურდა. შედეგი: შტარკემ ჰარნიკის უსიცოცხლო დარტყმა იოლად გააუვნებელყო. "ვიფიქრე, მცველი წამომეწია-მეთქი და ასე უსუსურად ამიტომაც დავარტყი," - განაწყენებული იყო ჰარნიკი, რომელმაც კაკაუს ქოქოლა დააყარა.
აღსანიშნავია, რომ ჰარნიკისა და კაკაუს დაპირისპირება ორი კვირის წინ დაიწყო, როცა ავსტრიელმა თქვა, კაკაუ ეგოისტია და ყოველთვის თვითონ უნდა გოლის გატანაო. ეს გუშინ ერთ მომენტში ცხადად გამოჩნდა: როცა ჰარნიკმა მის ნაცვლად პასი პოგრებნიაკს მისცა, გაგერმანელებული ბრაზილიელი განრისხდა და ხელების ქნევას მოჰყვა. გუშინდელი შემთხვევა კი კაკაუმ ასე ახსნა, მეგონა, მარტინი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და ამიტომაც მივვარდიო...
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" და "ლევერკუზენმა" ქულები გაიყვეს, რითაც სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ, რადგან ანგარიში კაცნაკლულებმა გაათანაბრეს. რომ არა
ანდრე შიურლეს გოლი, შესაძლოა, რობინ დუტი დღეს "ლევერკუზენის" მწვრთნელი აღარ ყოფილიყო, რადგან 46 წლის სპეციალისტმა მატჩის წინ ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო: შიურლე ერთადერთი ფორვარდის, კისლინგის უკან გაამწესა, არადა, ანდრე ფლანგზე გაცილებით პროდუქტიულია. ამასთან, გონსალო კასტრო მარჯვენა გარემარბად ათამაშა, როცა ამ უკანასკნელს საყრდენად თამაში უყვარს, ნახევარდაცვის ცენტრში კი, გაცილებით ეფექტური სიმონ როლფესის ნაცვლად, ვეტერანი ბალაკი გაამწესა.
დაინახა რა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა, მეორე ტაიმში ისევ დაალაგა ყველაფერი და კიდევ კარგი, რომ მიუხედავად კასტროს გაძევებისა, "ფარმაცევტებმა" წონასწორობა მაინც აღადგინეს, თორემ დუტი თავისივე ექსპერიმენტებს შეეწირებოდა.
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური
ვერდერი-ბორუსია (დ) 0:2
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - სოკრატისი, ვოლფი (74. ვაგნერი), ნალდო, შმიტცი - ბარგფრედე (62. ექიჩი) - ფრიტცი, ჰანტი - მარინი - როზენბერგი, პისარო.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - ოვომოიელა, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ლიოვე - ს. ბენდერი, გიუნდოგანი (74. კელი) - გროსკროიტცი, გიოტცე (89. ლაიტნერი), პერიშიჩი - ლევანდოვსკი (88. ბარიოსი).
გოლები: 0:1 პერიშიჩი (42), 0:2 ოვომოიელა (71)
გაძევება: პერიშიჩი (47. ბორუსია დ).
გაფრთხილება: ვოლფი - სუბოტიჩი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 24(5)-9(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 42 068
ბაიერნი-ჰერტა 4:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი (78. კონტენტო) - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (73. ალაბა), კროოსი, რიბერი - გომესი (75. ოლიჩი).
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (46. ლუსტენბერგერი), რაფაელი, ბენ-ჰატირა (61. მორალესი) - ლასოგა (70. რამოსი).
გოლები: 1:0 გომესი (5), 2:0 რიბერი (7), 3:0 შვაინშტაიგერი (13), 4:0 გომესი (69-პენ)
გაფრთხილება: რაფაელი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(8)-3(0); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 69 000
მაინცი-აუგსბურგი 0:1
მაინცი (4-1-4-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი (46. სვენსონი), ნოვესკი, ფათი - კირხჰოფი - რისსე (66. უჯა), ბაუმგარტლინგერი, ივანშიტცი (81. ალაგუი), ნ. მიულერი - ჩუპო-მოტინგი.
აუგსბურგი (4-2-2-2): იენტცში - რაინჰარდტი, მიორლე, ს. ლანგკამპი, ჰოსოგაი - კალსენ-ბრაკერი, დავიდსი (75. ბრინკმანი) - გოგია (75. ვერნერი), ბელინგჰაუზენი - მიოლდერსი, ბაიერი (81. დე რუკი).
გოლი: 0:1 კალსენ-ბრაკერი (88-პენ)
გაფრთხილება: ნოვესკი, უჯა, სვენსონი - მიორლე, ბელინგჰაუზენი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18(5)-10(6); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 30 195
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 2:0
შტუტგარტი (4-1-3-2): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, ბოკა - კვისტი - ჰარნიკი, ჰაინალი (83. გენტნერი), ოკაზაკი (78. ტრაორე) - პოგრებნიაკი, კაკაუ (90. ბა).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - კაიზერი, ვილიამსი (62. იბიშევიჩი) - ბაბელი, სიგურდსონი, ობასი (69. მუსონა) - რობერტო ფირმინიო (80. შიპლოკი).
გოლები: 1:0 ოკაზაკი (48), 2:0 პოგრებნიაკი (77-პენ)
გაფრთხილება: პოგრებნიაკი, ჰარნიკი, ბულარუზი - ობასი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 22-26; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14(7)-15(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 55 000
ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 2:1
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - სალიჰამიჯიჩი (63. ჰასებე), მადლუნგი (46. პოლაკი), თიოლკე, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე - დეჟაგა, ოროსკო (54. ჰიტცლშპერგერი) - მანჯუკიჩი, ლაკიჩი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): შტეფანი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პლატენჰარდტი - სიმონსი - მაკი (58. აიგლერი/72. კამავუაკა), ფოილნერი, ჰეგელერი (68. ფრანტცი), ესვაინი - პეკჰარტი.
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (24), 1:1 აიგლერი (70), 2:1 მანჯუკიჩი (83-პენ)
გაფრთხილება: დეჟაგა, პოლაკი - ფოილნერი, ფრანტცი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 20-24; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(5)-12(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 27 112
ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 2:2
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი (69. მარქსი), ნოიშტედტერი - ჰერმანი (74. ბობადილია), არანგო - როისი, ჰანკე.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ბალიტში, რაინარტცი, შვააბი, კადლეცი - ბალაკი (61. როლფესი), ლ. ბენდერი - კასტრო, შიურლე, სემი (68. დერდიოკი) - კისლინგი.
გოლები: 0:1 რაინარტცი (20), 1:1 როისი (65), 2:1 ჰერმანი (72), 2:2 შიურლე (87)
გაძევება: კასტრო (68. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: არანგო, შტრანცლი - რაინარტცი, ბალაკი, ბალიტში, კისლინგი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 6-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 23(8)-7(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 52 858
შალკე-კაიზერსლაუტერნი 1:2
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ფუხსი - პაპადოპულოსი (75. ფარფანი), ჰოლტბი (46. ჯონსი) - დრაქსლერი (30. უნერშტალი), რაული, ხურადო - ჰუნტელაარი.
კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ტრაპი - დიკი, ამედიკი, როდნი, ბუგერა - შაჰანი, დე ვიტი (73. პეცოსი), კირხი, ტიფერტი (84. სუკუტა-პასუ) - შეხტერი (64. აბელი), კუემაა.
გოლები: 0:1 ტიფერტი (30-პენ), 1:1 ჰუნტელაარი (62-პენ), 1:2 კუემაა (72)
გაძევება: ფერმანი (28. შალკე), როდნი (61. კაიზერსლაუტერნი)
გაფრთხილება: რაული, ჰიოგერი, მეტცელდერი - დიკი, კირხი, ბუგერა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14(4)-14(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 61 673
ფრაიბურგი-ჰამბურგი 1:2
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ჰინკელი (83. ნიკუ), ბართი, კრმასი, ბასტიანსი - შუსტერი, ფლუმი - პუცილა (74. რაიზინგერი), მაკიადი, აბდესადკი (76. დემბელე) - სისე.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ვესტერმანი, ბრუმა, რაიკოვიჩი, აოგო - კაჩარი, ტეშე - ლამი (66. ილიჩევიჩი), ტიორე - პეტრიჩი (75. გერერო), სონი (87. იანსენი).
81-ე წუთზე სისემ ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გოლები: 0:1 სონი (12), 1:1 სისე (47), 1:2 ილიჩევიჩი (73)
გაფრთხილება: შუსტერი - კაჩარი, პეტრიჩი, დრობნი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 18(6)-11(4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 24 000
კიოლნი-ჰანოვერი 2:0
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო (46. ანდრეზინიო/57. მაკინო), სერენო, ჯემალი, აიხნერი - ლანიგი, რიტერი - ჩიჰი (87. როში), ჟაჟალო, პეჟკო - პოდოლსკი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ, შმიდებახი (66. პანდერი) - შტინდლი, რაუში (60. შტოპელკამპი) - აბდელაუ, ია კონანი.
გოლები: 1:0 პოდოლსკი (24), 2:0 პოდოლსკი (86)
გაფრთხილება: პოდოლსკი, ჩიჰი, ლანიგი - რაუში, შმიდებახი, პოგატეცი, პინტუ
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 10(3)-12(6); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 46 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 9 7 1 1 25-1 22
2. ბორუსია (მ) 9 5 2 2 11-6 17
3. ბორუსია (დ) 9 5 1 3 15-7 16
4. შტუტგარტი 9 5 1 3 14-6 16
5. ვერდერი 9 5 1 3 16-12 16
6. შალკე 9 5 0 4 18-15 15
7. ჰანოვერი 9 4 3 2 11-12 15
8. ლევერკუზენი 9 4 2 3 12-13 14
9. ჰოფენჰაიმი 9 4 1 4 12-9 13
10. კიოლნი 9 4 1 4 15-18 13
11. ჰერტა 9 3 3 3 12-13 12
12. ვოლფსბურგი 9 4 0 5 11-16 12
13. ნიურნბერგი 9 3 2 4 10-12 11
14. კაიზერსლაუტერნი 9 2 2 5 7-13 8
15. მაინცი 9 2 2 5 12-19 8
16. აუგსბურგი 9 1 4 4 7-16 7
17. ფრაიბურგი 9 2 1 6 14-24 7
18. ჰამბურგი 9 2 1 6 11-21 7
ბომბარდირები: 10 - გომესი (ბაიერნი); 8 - ჰუნტელაარი (შალკე); 7 - სისე (ფრაიბურგი); 6 - აბდელაუ (ჰანოვერი), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 5 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი).
მომდევნო ტური
21 ოქტომბერი: აუგსბურგი-ვერდერი.
22 ოქტომბერი: ბორუსია (დ)-კიოლნი, ნიურნბერგი-შტუტგარტი, კაიზერსლაუტერნი-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ), ჰერტა-მაინცი, ჰამბურგი-ვოლფსბურგი.
23 ოქტომბერი: ლევერკუზენი-შალკე, ჰანოვერი-ბაიერნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"