შეწყვეტილი სიმღერა

AutoSharing Option
8 მატჩი წაგების გარეშე, აქედან შვიდი მოგება და 770 წუთი გაშვებული გოლის გარეშე - "ბაიერნმა" ეს ბრწყინვალე სერია გუშინ ჰანოვერში დაასრულა და გერმანიის ჩემპიონატს მე-10 ტურიდან ინტრიგა დაუბრუნა.

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შემდეგ (1:0 პირველ ტურში), სწორედ "ჰანოვერი" აღმოჩნდა ის გუნდი, ვინც რეკორდმაისტერისთვის ერთდროულად შეძლო როგორც გოლის (თანაც ორის) გატანა, ასევე მისი დამარცხებაც - ამის გამო მირკო სლომკას გუნდი უდიდეს აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერს კი ტიმო ჰილდებრანდის სუპერ რეკორდამდე 114 წუთი დააკლდა - ტიმომ რეკორდი 2003-2004 წლებში "შტუტგარტის" რიგებში თამაშისას
დაამყარა, კარი მშლარად 884 წუთის განმავლობაში შეინახა და მას მერე მის მიღწევასთან ყველაზე ახლოს სწორედ ნოიერი გახლდათ, რომელსაც ოცნების კოშკები გუშინ "წითლების" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ აბდელაუმ დაუნგრია.

მანუელისთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აბდელაუმ ეს გოლი პენალტით გაიტანა - პენალტით, რომელიც ფილიპ ლამის სინდისზეა: "ბაიერნის" კაპიტანმა საკუთარ საჯარიმოში სტივ ჩერუნდოლო წააქცია, აბდელაუმ კი თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა და სხვათა შორის, ეს მისთვის რიგით მე-7 გოლი გახლდათ ამ სეზონში.

აღსანიშნავია, რომ ნოიერის რეკორდს გაცილებით ადრე, მე-11 წუთზეც შეექმნა საფრთხე, როცა იმავე აბდელაუმ მისი კარის ძელი შეაზანზარა. მერე კი, გოლამდე, მიუნხენელებს ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერც გომესმა (ცილერმა აუღო) და ვერც კროოსმა (მე-20 წუთზე ბურთი "ჰანოვერის" კარის ძელს მოარტყა) ვერაფრით იხეირეს.

გაშვებულმა გოლმა მიუნხენელები მაგრად აანერვიულა - "ბაიერნის" ფეხბურთელები უხეშობებს მოჰყვნენ. 26-ე წუთზე რაფინიამ პინტუ დასცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ჟერომ ბოატენგი და კრისტიან შულცი წაკინკლავდნენ, მათ ძიძგილაობაში კი "ჰანოვერის" ექიმი მოყვა, რომელიც პინტუსთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდა და ბოატენგისგან მოხვდა. ექიმი წაიქცა, მსაჯი მანუელ გრეფე კი ჯერ ასისტენტებს გაესაუბრა და დარწმუნდა რა იმაში, რომ ბოატენგმა აშკარად გადაამეტა, რეკორდმაისტერის მცველს წითელი ბარათი აუფრიალა.

კაცნაკლულმა მიუნხენელებმა შესვენებამდე კინაღამ მეორე გოლი გაუშვეს: აბდელაუს ჩაწოდებას შტინდლი კარგად დახვდა, მაგრამ მცირე მანძილით ააცილა. ერთი სიტყვით, პირველი ტაიმის დასრულებამდეც ცხადი იყო, რომ მიუნხენელებს ანგარიშის გათანაბრებაც კი ძალიან გაუჭირდებოდათ - მით უმეტეს, რომ როცა "ჰანოვერი" ანგარიშს ხსნის, მატჩების უმეტესობა გამარჯვებამდე მიჰყავს ხოლმე. "წითლებმა" მანამდე ამ სეზონში პირველი გოლი ხუთჯერ გაიტანეს და იმ ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგეს (ერთი ფრე).

ტრადიცია არც თვით "ბაიერნთან" დაირღვა: მართალია, მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ძალიან მოინდომეს და 47-ე და 49-ე წუთებზე გომესს ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გოლი ისევ სლომკას შეგირდებმა შეაგდეს: პანდერმა 23 მეტრიდან დაარტყა, ბურთი ლუის გუსტავოს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ნოიერი უკვე უძლური იყო. 63-ე წუთზე "ჰანოვერს" ჩერუნდოლო გაუძევეს, მაგრამ რეკორდმაისტერმა მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ 83-ე წუთზე ალაბამ ერთი გაქვითა. ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით "ჰანოვერი" მე-4 ადგილზე აძვრა, ბავარიელები კი პირველზე დარჩნენ, მაგრამ...

...მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" რეკორდმაისტერს სამი ქულითღა ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაში განცდილი კრახის შემდეგ, გერმანიის მოქმედი ჩემპიონისგან რეაქციას ველოდით და ესეც ასე: ის, რაც დორტმუნდელებმა შაბათს გააკეთეს, რეაქციაზე მეტი იყო. თვითონ განსაჯეთ: "კიოლნმა" "ვესტფალენშტადიონზე" "ბორუსიას" კარში პირველად მატჩის 86-ე წუთზე დაარტყა - იმ დროს დორტმუნდელებს უკვე 5 გოლი ჰქონდათ გატანილი.

მოკლედ, BVB-მ "ოლიმპიაკოსის" ჯავრი "კიოლნზე" ამოიყარა და განამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ "დორტმუნდი" ამ სეზონში ყველა ფრონტზე ბრძოლით თავს არ იკლავს და ურჩევნია, ბუნდესლიგაში დაიხარჯოს ბოლომდე, ვიდრე ორი კურდღლის დევნაში ვერც ჩემპიონთა ლიგაში წავიდეს შორს და გერმანიის ჩემპიონატშიც შერცხვეს, რაც გერმანულ კლუბებს (ბაიერნის გარდა) ხშირად ემართებათ ხოლმე. "ფანტასტიკური გოლები გავიტანეთ და ყველა დავარწმუნეთ, რომ ფეხბურთის თამაში არ დაგვიწყებია. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას: ასეთი ანგარიშით მოგებას მართლა არ ველოდი," - ეს "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპის სიტყვებია. მატჩის შემდეგ სებასტიან კელს ჰკითხეს, კი მაგრამ, ჩემპიონთა ლიგაში რა გემართებათო, რაზეც დორტმუნდელთა კაპიტანმა ასე უპასუხა: "ამ კითხვაზე პასუხი არც ერთ ჩვენგანს არ აქვს!" კელმა თავისი გოლი 5 წლის ვაჟს, ლუისს მიუძღვნა - დღეს დილას სახლიდან რომ გამოვდიოდი, ასე მითხრა, თუ გოლს არ გაიტან, სახლში არ შემოგიშვებო... ერთი სიტყვით, "დორტმუნდმა" ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ახლა უკვე ოფიციალურადაა "ბაიერნის" უპირველესი მდევარი.

მესამე ადგილზე კი "შალკე" შემოსკუპდა, რაც ჯეფერსონ ფარფანის დამსახურებაა - 26 წლის პერუელმა 82-ე წუთზე თავისი ნახევრიდან ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა და გოლი გაიტანა, რომლითაც გელზენკირხენელებმა ლევერკუზენიდან სამი ქულა წაიღეს. არადა, "შალკემ" წინა ტურში საკუთარ მოედანზე "კაიზერსლაუტერნთან" წააგო და საქმეს ნამდვილად არ უჩანდა ისეთი პირი, რომ ლევან ყენიას გუნდი ამ ტურის შემდეგ მესამე ადგილზე დამკვიდრდებოდა.

პარასკევს ბრემენის "ვერდერმა" ვერ ივარგა: "მუსიკოსებმა" თავიანთ ქომაგებს ისევ იმედები გაუცრუეს. თომას შააფის გუნდმა ბუნდესლიგის დებიუტანტ "აუგსბურგის" (მართალია სტუმრად, მაგრამ მაინც) დამარცხება ვერ შეძლო, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ "ვერდერს" არც წელს შეუძლია გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა. მეტიც: რომ არა კლაუდიო პისარო, აუგსბურგელები ბრემენელებს სულაც სამ ქულას დაატოვებინებდნენ, რადგან ბელინგჰაუზენის გოლით დამსახურებულად იგებდნენ.

"ნიურნბერგმა" და "შტუტგარტმა" დიდი ბრძოლა გადაიტანეს, მატჩი კი ფრედ 2:2 დასრულდა: ფრანკები შვაბებს ორჯერ უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოუგეს. "კაიზერსლაუტერნმა" კი კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა: მართალია, "ეშმაკებს" აუტსაიდერ "ფრაიბურგის" დამარცხებას (თანაც მინიმალური ანგარიშით) დიდ აქტივად ვერ ჩავუთვლით, მაგრამ საერთო ჯამში "ლაუტერნი" კარგ ფორმაშია და ორი ტურია, იგებს. სამაგიეროდ, იმედები გაგვიცრუა მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" - "ჰოფენჰაიმთან" განცდილი მარცხით, რისი წყალობითაც ლუსიენ ფავრის ნაქებმა ბიჭებმა მეორე ადგილი დაკარგეს და სულაც მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდნენ. "სოფლელებმა" "ჰოფე" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, ეს ერთადერთი გოლი კი ვედად იბიშევიჩის ანგარიშზეა, რომელიც გამოჯანმრთელდა თუ არა, მაშინვე გაიხსენა გოლის გემო და თანაც, თავისიანებს სამი ქულა მოუტანა.

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" და "მაინცმა" ქულები უგოლო ფრით გაიყვეს, ტორსტენ ფინკს კი "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა - მართალია, ცხრილიდან გამომდინარე, "ჰამბურგს" "ვოლფსბურგთან" ფრე წესით წარმატებად უნდა ეთვლებოდეს, მაგრამ ხომ იცით, გერმანიაში ახალი მწვრთნელის ხელში გუნდები პირველი მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობას იგებენ ხოლმე. "ჰამბურგი" კი ამ მხრივაც უბედური გუნდია.

მომდევნო ტური
28 ოქტომბერი: ფრაიბურგი-ლევერკუზენი.
29 ოქტომბერი: ბაიერნი-ნიურნბერგი, შალკე-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ბორუსია (დ), ვოლფსბურგი-ჰერტა, ბორუსია (მ)-ჰანოვერი, მაინცი-ვერდერი.
30 ოქტომბერი: კიოლნი-აუგსბურგი, ჰამბურგი-კაიზერსლაუტერნი.

ბუნდესლიგა. X ტური
აუგსბურგი-ვერდერი 1:1
აუგსბურგი (4-2-2-2): იენტცში - რაინჰარდი, მიორლე, ს. ლანგკამპი, ჰოსოგაი - დავიდსი, კალსენ-ბრაკერი - გოგია (46. ბრინკმანი), ბელინგჰაუზენი (63. ვერნერი) - ბაიერი, მიოლდერსი (88. კაპლანი).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი (63. ექიჩი), ვოლფი, ნალდო, შმიტცი - იგნიოვსკი - ფრიტცი, ჰანტი - მარინი (58. ვაგნერი) - როზენბერგი, პისარო.
გოლები: 1:0 ბელინგჰაუზენი (49), 1:1 პისარო (68)
გაფრთხილება: ბაიერი, კალსენ-ბრაკერი, იენტცში - სოკრატისი, პისარო
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(3)-22(7); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 30 660

ბორუსია (დ)-კიოლნი 5:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, ს. ბენდერი (57. ლაიტნერი) - გიოტცე (46. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (71. გიუნდოგანი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - რიტერი, ჯემალი, სერენო, აიხნერი - მატუშიკი, ჟაჟალო (71. პეცონი) - ჩიჰი (58. კლემენსი), ლანიგი, პეჟკო (46. როში) - პოდოლსკი.
გოლები: 1:0 კაგავა (7), 2:0 შმელცერი (25), 3:0 ლევანდოვსკი (44), 4:0 ლევანდოვსკი (50), 5:0 კელი (66)
გაფრთხილება: კელი, სუბოტიჩი - მატუშიკი, სერენო
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 24(9)-2(1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 80 200

ნიურნბერგი-შტუტგარტი 2:2
ნიურნბერგი (4-2-2-1-1): შტეფანი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე (46. მარო), პლატენჰარდტი - სიმონსი, კოენი - მაკი (69. იუდტი), ჰეგელერი (92. კამავუაკა) - ესვაინი - პეკჰარტი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, ბოკა (46. მოლინარო) - კუჟმანოვიჩი, კვისტი - ჰარნიკი, ჰაინალი, ოკაზაკი (76. ჰემლაინი) - კაკაუ.
გოლები: 1:0 სიმონსი (9), 1:1 კუჟმანოვიჩი (61-პენ), 2:1 ვოლშაიდი (70), 2:2 მასა (84)
გაფრთხილება: სიმონსი - ულრაიხი, ჰარნიკი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 17(7)-13(2); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 46 486

კაიზერსლაუტერნი-ფრაიბურგი 1:0
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - დე ვიტი (93. პეცოსი), კირხი - შაჰანი, ტიფერტი - შეხტერი (89. სუკუტა-პასუ), კუემაა.
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ჰინკელი, ბართი, კრმასი, ბასტიანსი (74. ბუტშერი) - შუსტერი, ფლუმი - პუცილა (68. კალიჯური), მაკიადი, აბდესადკი (79. რაიზინგერი) - სისე.
77-ე წუთზე ტიფერტმა (კაიზერსლაუტერნი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლი: 1:0 შეხტერი (75)
გაფრთხილება: კრმასი, ბაუმანი, ჰინკელი, ბართი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 12(5)-9(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 40 748

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 1:0
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): ჰაასი - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - ვილიამსი - ჯონსონი (68. მუსონა), სიგურდსონი - რობერტო ფირმინიო (77. ობასი ოგბუკე), ბაბელი - იბიშევიჩი (88. ვესტერგაარდი).
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, ვენდტი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი (76. მარქსი) - ჰერმანი (76. კინგი), არანგო - როისი, ჰანკე (83. ოცუ).
გოლი: 1:0 იბიშევიჩი (56)
გაფრთხილება: ბეკი - შტრანცლი, იანტშკე, დანტე
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14(5)-7(1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 150

ჰერტა-მაინცი 0:0
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ლუსტენბერგერი (71. ნიმაიერი) - ებერტი, რაფაელი, ბენ-ჰატირა (63. თორუნი) - რამოსი (68. ლასოგა).
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - კირხჰოფი - კალიჯური, სოტო - ივანშიტცი (73. მალი) - ალაგუი (79. რისსე), ნ. მიულერი (59. ჩუპო-მოტინგი).
გაფრთხილება: ნიმაიერი - ალაგუი, კირხჰოფი, ჩუპო-მოტინგი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 8(1)-13(3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 47 064

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ვესტერმანი, ბრუმა, რაიკოვიჩი (46. დიკმაიერი), აოგო - რინკონი, კაჩარი (79. ტეშე) - ტიორე, იანსენი (85. ლამი) - პეტრიჩი, გერერო.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - მ. შეფერი, კირიაკოსი, თიოლკე, ჰასებე - ტრეში, ჟოსუე (79. ჰიტცლშპერგერი) - ოხსი, კოო (92. რუსი), დეჟაგა (55. სალიჰამიჯიჩი) - მანჯუკიჩი.
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (2), 1:1 პეტრიჩი (56)
გაფრთხილება: რაიკოვიჩი, კაჩარი - ტრეში
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 23-24; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19(7)-8(4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 54 378

ლევერკუზენი-შაკლე 0:1
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - შვააბი, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი, ბალაკი, შიურლე - კისლინგი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი (90. მეტცელდერი) - ფარფანი (90. მორავეკი), რაული, დრაქსლერი (74. ხურადო) - ჰუნტელაარი.
გოლი: 0:1 ფარფანი (82)
გაფრთხილება: ბალაკი - ჯონსი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 13(4)-18(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 210

ჰანოვერი-ბაიერნი 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი (46. რაუში) - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, პანდერი - აბდელაუ (79. ია კონანი), შლაუდრაფი (71. ჩანდლერი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (68. ალაბა), ბოატენგი, ბადშტუბერი (87. პეტერსენი), ფ. ლამი - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი (84. ოლიჩი).
გოლები: 1:0 აბდელაუ (23-პენ), 2:0 პანდერი (50), 2:1 ალაბა (83)
გაძევება: ბოატენგი (28. ბაიერნი), ჩერუნდოლო (63. ჰანოვერი)
გაფრთხილება: კ. შულცი, პინტუ, შმიდებახი, ცილერი - რიბერი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 3-10; კარში დარტყმა: 12(3)-19(8); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 49 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 10 7 1 2 26-3 22
2. ბორუსია (დ) 10 6 1 3 20-7 19
3. შალკე 10 6 0 4 19-15 18
4. ჰანოვერი 10 5 3 2 13-13 18
5. შტუტგარტი 10 5 2 3 16-8 17
6. ვერდერი 10 5 2 3 17-13 17
7. ბორუსია (მ) 10 5 2 3 11-7 17
8. ჰოფენჰაიმი 10 5 1 4 13-9 16
9. ლევერკუზენი 10 4 2 4 12-14 14
10. ჰერტა 10 3 4 3 12-13 13
11. ვოლფსბურგი 10 4 1 5 12-17 13
12. კიოლნი 10 4 1 5 15-23 13
13. ნიურნბერგი 10 3 3 4 12-14 12
14. კაიზერსლაუტერნი 10 3 2 5 8-13 11
15. მაინცი 10 2 3 5 12-19 9
16. აუგსბურგი 10 1 5 4 8-17 8
17. ჰამბურგი 10 2 2 6 12-22 8
18. ფრაიბურგი 10 2 1 7 14-25 7

ბომბარდირები:
10 - გომესი (ბაიერნი); 8 - ჰუნტელაარი (შალკე); 7 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ), პისარო (ვერდერი); 6 - მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), პოდოლსკი (კიოლნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული