ზოგადად კი, "დესპოტ ფელიქსს" ყველაზე გვიან 2014 წელს სურს იმ სენსაციური მიღწევის გამეორება, რითაც 2009 წელს საფეხბურთო ევროპა გააოცა - გერმანიის ჩემპიონობას ვგულისხმობთ.
"ვოლფსბურგში" ამ სენსაციური წარმატების მისაღწევად მაშინ ორი წელი მეყო, ახლა კი ვიცი, რომ იმავე წარმატების გამეორება გაცილებით ძნელი იქნება, რადგან ზოგადად
თუმცა ფელიქსი ამითაც არ კმაყოფილდება: 58 წლის სპეციალისტს ევროსარბიელზე არც მეტი, არც ნაკლები, "ვოლფსბურგის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა სურს: "დღესდღეობით ჩვენი მიზანი ის არის, რომ ცხრილში ნელ-ნელა ზემოთ ავიწიოთ და საუკეთესო ექვსეულში დავმკვიდრდეთ.
მჯერა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ წელსვე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც შევძლოთ. რაკი ბუნდესლიგიდან ჩემპიონთა ლიგაში უკვე ოთხი გუნდი გადის, ეს საკმაოდ რეალურია. ყოველ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წელს თუ არა, ლიგაზე გაისად მაინც მოვხვდებით. აი, მერე ნახავთ, რა შეუძლია ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგს" - ჩემი მიზანი არა მარტო გერმანიის ჩემპიონობა, არამედ "ვოლფსბურგთან" ერთად ახლა უკვე გაცილებით დიდი სენსაციის მოხდენაა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის მოგება..."
შესაძლოა, ბევრს აღარც ახსოვს და აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ გასულ სეზონში "შალკეს" წარმატება ჩემპიონთა ლიგაში სწორედ მაგათის დამსახურება გახლდათ - რალფ რანგნიკი გელზენკირხენულ კლუბს სეზონის ბოლოსღა ჩაუდგა. ფელიქსმა ლევან ყენიას გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა, "პროფესორ რალფის" ხელში კი "ხუმარებმა" მხოლოდ ერთი ეტაპიღა გაიარეს. მაგათის აზრით, ზაფხულში "შალკეს" ხელმძღვანელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, მანუელ ნოიერი "ბაიერნს" რომ მიჰყიდეს - მაგათი ამბობს, მანუსთან ერთად "შალკე" გერმანიის ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნებოდა.
"გელზენკირხენელებს ნოიერი რომ ჰყავდეთ, ახლა გაცილებით მეტი ქულა ექნებოდათ მოპოვებული და "ბაიერნი" ასე ვერ იპარპაშებდა," - დარწმუნებულია მაგათი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"