"ბაიერნთან" ამ ტრანსფერზე აპრილში შევთანხმდით, - "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში იხსენებს "შალკეს" შეფი კლემენს ტიონიესი, - და სწორედ ამის შემდეგ დამირეკა პუტინმა.
რუსეთის პრემიერ მინისტრი მანუელის დიდი ფანია და მთხოვა, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ "შალკემ" ნოიერი არ დაკარგოსო.
სამწუხაროდ, მანუელის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.
სტევენს ჰესლერი დაეხმარება
"შალკეს" სამწვრთნელო შტაბში კი ახალი ცნობილი სახე გამოჩნდა: გერმანიის ნაკრების ყოფილი, 90-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი თომას ჰესლერი ამიერიდან გელზენკირხენული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს დაეხმარება. "იკე" აქამდე კიოლნში მუშაობდა, საიდანაც სპორტულ დირექტორ ფოლკერ ფინკესთან უთანხმოების გამო წამოვიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"