პეტრიჩის ტრავმა სერიოზულია?

AutoSharing Option
"ჰამბურგის" გულშემატკივრები მლადენ პეტრიჩის გამო ნერვიულობენ. 30 წლის ხორვატი თავდამსხმელი ტრავმირებულია და დიდი შანსია, რომ "კაიზერსლაუტერნთან" ვერ იასპარეზოს.

პეტრიჩი გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა. თუ ხორვატმა ვერ იასპარეზა, ეს ჩრდილოგერმანული კლუბისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში სულ 12 გოლი აქვს გატანილი და აქედან 4, ანუ ერთი მესამედი სწორედ მლადენის ანგარიშზეა. გერმანიის თასის 1/16 ფინალში (2:1 ტრირთან) გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა პეტრიჩი სპეციალურად დაასვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული