"გასვლით მატჩებში უკვე რამდენჯერმე წავიფორხილეთ. სამაგიეროდ, საკუთარ მოედანზე ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები უდიდეს სიამოვნებას იღებენ. დიდი მადლობა იუპ ჰაინკესს იმისათვის, რომ "ბაიერნის" საშინაო მატჩები მიუნხენური პუბლიკისთვის უაღრესად სასიამოვნო საყურებელია. სტადიონზე წასვლა მიხარია ხოლმე," - ეს "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის
ბავარიული გრანდისთვის გასული კვირა მართლაც ფანტასტიკური გამოდგა: "ჰანოვერთან" წაგების შემდეგ, "ბაიერნმა" ჯერ "ინგოლშტადტი" გაანადგურა (6:0), ახლა კი "ნიურნბერგიც" შავ დღეში ჩააგდო. მიუნხენში უკვე მომდევნო ზეიმისთვის იფშვნეტენ ხელებს - ოთხშაბათს, "ალიანს არენაზე" "ნაპოლი" ითამაშებს და "ბაიერნის" ფანები უკვე ჩადიან ფსონებს იმაზე, რომ ნეაპოლელები მინიმუმ 3 გოლს მაინც გაუშვებენ.
"რაც დრო გადის, უფრო და უფრო უკეთესად ვთამაშობთ. დღესაც აშკარად მეტი შეგვეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში ძალები დავზოგეთ, რადგან უკვე "ნაპოლისთან" მატჩზე ვფიქრობდით. რომ არა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა შუა კვირაში, "ნიურნბერგს" ერთი-ორ გოლს კიდევ გავუტანდით," - განაცხადა საფინალო სასტვენის შემდეგ დუბლის ავტორმა მარიო გომესმა. რეკორდმაისტერისთვის ცუდი მხოლოდ ის არის, რომ "ნაპოლისთან" ბასტიან შვაინშტაიგერისა და დანიელ ვან ბუიტენის თამაში საეჭვოა - ბავარიულ დერბიში მათ მცირე ტრავმები მიიღეს.
ამ ტურამდე "ბაიერნის" უპირველესი მდევარი დორტმუნდის "ბორუსია" იყო, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა შტუტგარტში მხოლოდ ფრეს მიაღწია, რის გამოც მეორე ადგილი დათმო. შეხვედრა 15-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან მანამდე "ბორუსიას" ავტობუსი საცობში მოყვა. აღსანიშნავია, რომ "შტუტგარტის" საშინაო მატჩი ბოლო ხუთიდან მეოთხედ დაიწყო დაგვიანებით და მიზეზი ყოველთვის ერთია: საცობი ავტობანზე. მოგვიანებით, როცა თამაში გახურებული იყო, "ბორუსიას" ხელი მსაჯმაც შეუშალა: 37-ე წუთზე მანუელ გრეფემ შტუტგარტელთა კარში ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა - მოლინარომ გიოტცე საჯარიმოში დასცა, მაგრამ არბიტრის სასტვენი დუმდა. "თუ მსაჯმა მომენტი ვერ დაინახა, ეს ნამდვილი კატასტროფაა. ვერ გავიგე, მარიოს მაინცდამაინც ფეხი თუ არ მოატეხეს, პენალტი არ უნდა დაინიშნოს?" - განრისხებული იყო დორტმუნდელთა ბოსი ჰანს-იოახიმ ვატცკე.
მაგრამ დორტმუნდელთა წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ საცობი და მსაჯი არ ყოფილა: შესანიშნავად თამაშობდა შვაბთა მეკარე სვენ ულრაიხიც, რომელმაც განსაკუთრებით ბევრი კარგი ნახტომი მატჩის მიწურულს გააკეთა -პიჟჩეკს, გიოტცესა და სუბოტიჩს "მკვდარი დარტყმები" აუღო. ამრიგად, "ბორუსიამ" ოთხმატჩიანი მოგებების სერია "მერსედეს-ბენც-არენაზე" შეწყვიტა, "შტუტგარტს" კი 11 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს, რაც ამ გუნდისთვის საუკეთესო სტარტია საჩემპიონო 2007 წლის შემდეგ.
მაშ ასე: "დორტმუნდმა" მეორე ადგილი "შალკეს" დაუთმო, რადგან გელზენკირხენელებმა ჰოფენჰაიმელები 3:1 დაამარცხეს. თუკი "ბორუსიას" შეფები და ფეხბურთელები მსაჯს ლანძღავდნენ, "შალკეს" შეფებმა და ფანებმა პირიქით, არბიტრს ძეგლი უნდა დაუდგან, რადგან ტობიას ველცმა რაულს ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, 34 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა ანგარიში ხელითა და ფეხით გატანილი გოლით გახსნა. როგორ? აი, ასე: მან ბურთი მარჯვენა ხელზე მოირტყა, საიდანაც ბურთი კარში შევარდა. მართალია, გელზენკირხენულ კლუბს ამ გოლით არ მოუგია (კლაას-იან ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა და "შალკემ" 3:1 მოიგო), მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ ჰოფენჰაიმელები მაინც ჩიოდნენ - რაულის გოლი რომ გაეუქმებინათ, სხვა თამაში წავიდოდაო.
"რაულმა გოლი ხელით გაიტანა! სხვათა შორის, მსაჯმა მას ჰკითხა, ხელით ხომ არ გაიტანეო და ესპანელმა უტიფრად იცრუა, არაო! მიკვირს, ასეთი გამოცდილი და პატივსაცემი ფეხბურთელი რომ იტყუება," - ანთებული იყო "ჰოფეს" მეკარე ტომ შტარკე. აღსანიშნავია, რომ მსაჯი ველცი გოლის შემდეგ რაულთან მართლა მივიდა და რაღაც ჰკითხა, რაზეც ესპანელი თავს აქნევდა - არა, არაო და ველცმა გოლი სწორედ ამ მომენტის შემდეგ ჩათვალა. შტარკე ამბობს, მსაჯის საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს - ადამიანია და შეიძლება რაღაც ვერ დაინახოს, უბრალოდ, რაულისგან მიკვირს ასეთი საქციელიო. სამწუხაროდ, რაულმა მხოლოდ მატჩის შემდეგღა აღიარა, რომ გოლი მართლაც ხელით გაიტანა და იქვე დასძინა: "მსაჯს არას იმაზე ვეუბნებოდი, რომ ეს განგებ არ გამიკეთებია. ხელით თამაშს არ უარვყოფდი!"
"ახლა ყველა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსაჯიცა და რაულიც არავინ გაამტყუნოს. ჩემთვის ხელით გატანილი გოლი არ ითვლება და თუ ვინმესთვის ითვლება, შეგერგოთ!" - ეს "ჰოფენჰაიმის" განრისხებული მწვრთნელის, ჰოლგერ სტანისლავსკის სიტყვებია.
მოკლედ, ასეა, თუ ისე, "შალკე" მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა "ბაიერნს" ოთხი ქულით ჩამორჩება. ჰუნტელაარზე არაფერი გვითქვამს გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა - არადა, რაულზე მეტ ყურადღებას სწორედ ჰოლანდიელი თავდამსხმელი იმსახურებს, რადგან მან ამ სეზონში, რიგით მე-18 ოფიციალურ მატჩში მე-20 და 21-ე გოლები გაიტანა. აქედან, ბუნდესლიგაში 11 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა რეიტინგში მხოლოდ მარიო გომესს (12 გოლი) ჩამორჩება.
როცა ფელიქს მაგათი წაგებულ მატჩს ღიმილით აანალიზებს ხოლმე, ყველა ხვდება, რომ "დესპოტი ფელიქსი" ამ დროს განრისხებულია. ასე იყო შაბათსაც, როცა მის "ჰერტამ" მის "ვოლფსბურგს" ცივსისხლიანი კონტრშეტევებით მოუგო. "შეტევაში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ დაცვა დავივიწყეთ და დავისაჯეთ კიდეც," - თქვა მაგათმა, რომელმაც ამ წაგებით არა მარტო სამი ქულა დაკარგა, არამედ არც მეტი, არც ნაკლები, 100 000 ევრო წყალში გადაყარა! როგორ? საქმე იმაშია, რომ როცა "მგლების" რიგებში ბელორუსი ნახევარმცველი ალიაკსანდრ ჰლები თამაშობს, "ვოლფსბურგი" "ბარსელონას" 100 000 ევროს უხდის ხოლმე. 30 წლის ჰლებმა "მგლების" ფორმა ამ უქმეებზე პირველად მოირგო და "ბარსამაც" პირველი 100 000 მიიღო, "ვოლფსბურგი" კი აბსოლუტურად ხელცარიელი დარჩა. ბერლინელებმა კი მასპინძლების შეცდომები იდეალურად გამოიყენეს, სამიდან ერთი გოლი კი ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა - ვეტერანმა ქართველმა პენალტით იხეირა.
პარასკევს, "ლევერკუზენმა" ფრაიბურგიდან სამი ქულა რომ წაიღო, ეს მეტწილად "ფარმაცევტების" ვეტერანი ნახევარმცველის, მიხაელ ბალაკის დამსახურება გახლდათ, რომელმაც გამარჯვების გოლი მე-2 წუთზე გაიტანა, მერე კი ცხვირი გაუტეხეს და შესაცვლელი გახდა. ამ წარმატებით "ბაიერმა" მდგომარეობა ცოტათი გამოისწორა, "ფრაი" კი ცხრილის ფსკერზე დატოვა. დაბრუნდა მიონხენგლადბახის "ბორუსიაც" - ლუსიენ ფავრის ბიჭებმა "ბაიერნის" გამამწარებელი "ჰანოვერი" 2:1 დაამარცხეს და ამ შეხვედრაში ისევ გაიბრწყინა "გლადბახის" "როლს როისმა" - ორივე გოლი მარკო როისის ანგარიშზეა. იგივე უნდა ვთქვათ "ვერდერზეც" - ბრემენელებმა მაინციდან სამი ქულა წაიღეს და მეოთხე ადგილზე აინაცვლეს. მოკლედ, 11 ტურის შემდეგ "ბაიერნი" 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მეორედან (შალკე) მეშვიდე ადგილამდე კი (ჰანოვერი) სივიწროვეა.
მომდევნო ტური
4 ნოემბერი: მაინცი-შტუტგარტი.
5 ნოემბერი: ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი, ვერდერი-კიოლნი, ნიურნბერგი-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტერნი, ჰერტა-ბორუსია (მ), ლევერკუზენი-ჰამბურგი.
6 ნოემბერი: ჰანოვერი-შალკე, აუგსბურგი-ბაიერნი.
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:1
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰინკელი, ბართი, კრმასი, ბასტიანსი - ფლუმი, შუსტერი - პუცილა (76. იენდრიშეკი), როზენტალი (81. მაკიადი) - სისე, დემბელე (69. რაიზინგერი).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - შვააბი, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, კასტრო - სემი, ბალაკი (65. როლფესი), შიურლე (83. რაინარტცი) - დერდიოკი (74. კისლინგი).
გოლი: 0:1 ბალაკი (2)
გაფრთხილება: სისე
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 21(8)-11(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 22 300
ბაიერნი-ნიურნბერგი 4:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი (71. ალაბა) - თ. მიულერი (77. ოლიჩი), კროოსი (74. ლუის გუსტავო), რიბერი - გომესი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): შტეფანი - იუდტი (46. ჰეგელერი), ვოლშაიდი, კლოზე, პლატენჰარდტი - სიმონსიო - ჩანდლერი, კოენი (62. ვაისმაიერი), კამავუაკა, ესვაინი (71. ფრანტცი) - პეკჰარტი.
გოლები: 1:0 გომესი (2), 2:0 შვაინშტაიგერი (19), 3:0 რიბერი (39), 4:0 გომესი (68)
გაფრთხილება: ლუის გუსტავო - იუდტი, კოენი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13(5)-4(2); ბურთის ფლობა: 78%-22%.
მაყურებელი: 69 000
შალკე-ჰოფენჰაიმი 3:1
შალკე (4-2-3-1): უნერტშალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი (83. მორავეკი), რაული (86. პუკი), დრაქსლერი (89. კლუგე) - ჰუნტელაარი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-3): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - ვილიამსი - რობერტო ფირმინიო (85. შიპლოკი), სიგურდსონი (79. ჯონსონი) - ობასი, იბიშევიჩი, ბაბელი.
გოლები:L1:0 რაული (28), 1:1 იბიშევიჩი (63), 2:1 ჰუნტელაარი (73-პენ), 3:1 ჰუნტელაარი (76)
გაფრთხილება: ჯონსი - ბეკი, ვილიამსი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16(10)-11(2); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 60 384
ვოლფსბურგი-ჰერტა 2:3
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე, თოელკე, კირიაკოსი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე (46. ჰიტცლშპერგერი) - ოხსი (63. ლაკიჩი), ჰლები (78. კოო) - დეჟაგა, მანჯუკიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი (38. ბურხერტი) - ლელი, ფრანცი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - რამოსი, რაფაელი, რუკავიტსია (82. ლუსტენბერგერი) - ლასოგა (87. ლასოგა).
გოლები: 0:1 რაფაელი (27), 1:1 მანჯუკიჩი (31), 1:2 კობიაშვილი (37-პენ), 2:2 მ. შეფერი (84), 2:3 ლასოგა (85)
გაფრთხილება: ბენალიო, ჰასებე, მანჯუკიჩი - ლასოგა, ფრანცი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 17(5)-12(7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 000
ბორუსია (მ)-ჰანოვერი 2:1
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი (44. ბრუვერსი)), დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი (69. მარქსი) - ჰერმანი, არანგო - როისი - ჰანკე (82. ბობადილია).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი (88. ეგიმანი) - შმიდებახი, ლალა (56. ია კონანი) - შტინდლი, პანდერი (69. რაუში) - შლაუდრაფი, აბდელაუ.
გოლები: 1:0 როისი (21), 1:1 პოგატეცი (26), 2:1 როისი (51)
გაფრთხილება: შმიდებახი, ია კონანი, შტინდლი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 18(8)-14(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 51 036
შტუტგარტი-ბორუსია (დ) 1:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, მოლინარო - კუჟმანოვიჩი, კვისტი - ჰარნიკი, ჰაინალი (92. გენტნერი), ოკაზაკი (70. ტრაორე) - კაკაუ (78. ჰემლაინი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (46. ლაიტნერი), კელი - გიოტცე, კაგავა, პერიშიჩი (76. გროსკროიტცი) - ლევანდოვსკი (72. ბარიოსი).
გოლები: 1:0 ტასკი (22), 1:1 პიჟჩეკი (45+1)
გაფრთხილება: კაკაუ, კუჟმანოვიჩი, მასა - კელი, შმელცერი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11(8)-15(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 60 000
მაინცი-ვერდერი 1:3
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი (70. ნ. მიულერი), ბუნგერტი, ნოვესკი (15. ბაუმგარტლინგერი), ფათი - კირხჰოფი - კალიჯური, სოტო - მალი - ჩუპო-მოტინგი, უჯა (70. ივანშიტცი).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი, პრიოდლი, ნალდო, შმიტცი - იგნიოვსკი (88. ვოლფი) - ფრიტცი, ჰანტი - ექიჩი (68. ბარგფრედე) - როზენბერგი (63. ვაგნერი), პისარო.
გოლები: 1:0 ბუნგერტი (23), 1:1 პისარო (29), 1:2 ჰანტი (47), 1:3 პრიოდლი (78)
გაფრთხილება: კირხჰოფი, სოტო - იგნიოვსკი, პისარო, ვაგნერი, შმიტცი
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 23-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16(6)-13(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 34 000
კიოლნი-აუგსბურგი 3:0
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჯემალი, აიხნერი - ლანიგი (66. მატუშიკი), რიტერი - კლემენსი (66. როში), ჟაჟალო (73. პეცონი), პეჟკო - პოდოლსკი.
აუგსბურგი (4-3-2-1): იენტცში - რაინჰარდტი, მიორლე (46. სანკო/46. გოგია), ს. ლანგკამპი, ჰოსოგაი - კალსენ-ბრაკერი, ბრინკმანი (64. იორლი), დავიდსი - ბაიერი, ბელინგჰაუზენი - მიოლდერსი.
გოლები: 1:0 პოდოლსკი (19), 2:0 პოდოლსკი (24-პენ), 3:0 პეჟკო (56)
გაძევება: იორლი (76. აუგსბურგი)
გაფრთხილება: ჟაჟალო - კალსენ-ბრაკერი, ბელინგჰაუზენი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 5(3)-15(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 48 000
ჰამბურგი-კაიზერსლაუტერნი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ვესტერმანი, ბრუმა, რაიკოვიჩი, აოგო - კაჩარი (83. ტეშე), რინკონი - ტიორე (80. ლამი), იანსენი - ბერგი (37. დიკმაიერი), გერერო.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - დე ვიტი (75. შეხტერი), კირხი - შაჰანი (67. სუკუტა-პასუ), ტიფერტი, ფორტუნისი (89. პეცოსი) - კუემაა.
გოლები: 0:1 დე ვიტი (38), 1:1 გერერო (64)
გაძევება: რაიკოვიჩი (22. ჰამბურგი)
გაფრთხილება: ვესტერმანი, დიკმაიერი - კუემაა, სუკუტა-პასუ
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 5(1)-8(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 55 348
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 11 8 1 2 30:3 25
2. შალკე 11 7 0 4 22:16 21
3. ბორუსია (დ) 11 6 2 3 21:8 20
4. ვერდერი 11 6 2 3 20:14 20
5. ბორუსია (მ) 11 6 2 3 13:8 20
6. შტუტგარტი 11 5 3 3 17:9 18
7. ჰანოვერი 11 5 3 3 14:15 18
8. ლევერკუზენი 11 5 2 4 13:14 17
9. ჰოფენჰაიმი 11 5 1 5 14:12 16
10. ჰერტა 11 4 4 3 15:15 16
11. კიოლნი 11 5 1 5 18:23 16
12. ვოლფსბურგი 11 4 1 6 14:20 13
13. კაიზერსლაუტერნი 11 3 3 5 9:14 12
14. ნიურნბერგი 11 3 3 5 12:18 12
15. მაინცი 11 2 3 6 13:22 9
16. ჰამბურგი 11 2 3 6 13:23 9
17. აუგსბურგი 11 1 5 5 8:20 8
18. ფრაიბურგი 11 2 1 8 14:26 7
ბომბარდირები:
12 - გომესი (ბაიერნი); 10 - ჰუნტელაარი (შალკე); 8 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 7 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ), მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"