როცა ფული არაა მთავარი

AutoSharing Option
ბრაზილიური "სანტოსის" ნახევარმცველმა უესლიმ "შახტარს" "ვერდერი" ამჯობინა. საქმე ისაა, რომ 23 წლის ბრაზილიელს დონეცკის "შახტარი" იწვევდა და 10 მილიონ ევროსაც იხდიდა, მაგრამ უესლიმ "მუსიკოსთა" რიგებში გადასვლა აირჩია, არადა "ვერდერს" მხოლოდ 7,5 მილიონის გადახდა მოუწევს.

ამრიგად, "ვერდერმა" უესლის 4-წლიანი ხელშეკრულება დაუდო და იმედოვნებს, რომ ტექნიკური ბრაზილიელი სრულფასოვნად შეცვლის მადრიდის "რეალში" გადაბარგებულ მესუთ იოზილს.

"ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, ასე რომ "ვერდერში" გადასვლით ძალზე კმაყოფილი ვარ", - უთხრა უესლიმ თავისი ახალი კლუბის ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული