ჰუნტელაარი "მანჩესტერში"?

AutoSharing Option
პრინციპში, ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო: კლაას-იან ჰუნტელაარი მიმდინარე სეზონში იმდენად კარგად თამაშობს, რომ გვიკვირდა კიდეც, აქამდე როგორ არ ატყდა სპეკულაციები მისი "შალკედან" წასვლის შესახებ. და აი, დაიწყო კიდეც: როგორც ირკვევა, ჰუნტელაარით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან 28 წლის ფორვარდს 19 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

"ბილდის" ინფორმაციით, მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ჰოლანდიელის გადაბირება ახლავე, იანვარში უნდა და მზადაა, გელზენკირხენულ კლუბს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჰუნტელაარს "შალკესთან" კონტრაქტი 2013 წლამდე კი აკავშირებს, მაგრამ ჩვენი გერმანელი
კოლეგების ცნობით, მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გელზენკირხენიდან წასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მანამდეც შეუძლია.

"შალკეს" რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასეთია: "ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ჰუნტელაარის მიმართ ინტერესი იზრდება. ფაქტი ის არის, რომ მისი შეძენის სურვილით ჯერ არავის მოუმართავს," - ეს მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის სიტყვებია, რომელიც იქვე დასძენს, ჩვენ ოდნავადაც არ ვნერვიულობთო.

"ბილდი" კი წერს, რომ თუ დიდი შანსია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "შალკეს" ფულთან ერთად ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვიც შესთავაზოს - ეს უკანასკნელი ფერგიუსონს აღარ სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული