"ეს ისევ ის "ბორუსიაა", რომელიც გასულ სეზონში ბრწყინვალე ფეხბურთით ყველას აღაფრთოვანებდა. ეს "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" არაფრით ჩამოუვარდება. თუ ასე გავაგრძელებთ და მაგალითად "ბაიერნთანაც" ისე ვითამაშებთ, როგორც "ვოლფსბურგთან" ვიასპარეზებთ, ვერავინ მოგვიგებს. ცუდია, რომ სანაკრებო პაუზამ მოგვისწრო, მინდოდა, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ "ბაიერნთან" მალე გვეთამაშა.
იმედი მაქვს, რომ ფორმიდან
მიუნხენში კევინის განცხადებას მშვიდად შეხვდნენ. "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი: "დორტმუნდს" საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა მოვუგოთ. პირველ რიგში იმისათვის, რომ ცხრილში ჩვენი უპირატესობა გავზარდოთ (ბაიერნი ბორუსიას ახლა 5 ქულით უსწრებს) და მეორე: ბოლოს და ბოლოს, ყველამ უნდა მოკეტოს, ვინც ფიქრობს, რომ "ბაიერნი" გერმანიაში ყველაზე ძლიერი არ არის."
გაგახსენებთ: გასულ სეზონში გერმანიაში ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ "ბაიერნი" "ბორუსიას" "ალიანს არენაზე" მოუგებდა, მაგრამ დორტმუნდელებმა სეზონის საუკეთესო მატჩი სწორედ მიუნხენში ჩაატარეს და რეკორდმაისტერი 3:1 დაამარცხეს. სხვათა შორის, იმ მატჩის გმირი სწორედ კევინ გროსკროიტცი იყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"