"ციურიხის" მცველი "ბაიერნში"?

AutoSharing Option
აგერ უკვე ორი წელია, რაც მიუნხენის "ბაიერნი" ფლანგის კარგ მცველს ეძებს. ამ ხნის მანძილზე რეკორდმაისტერმა რამდენიმე იაფფასიანი კანდიდატი გადაიბირა, მაგრამ იმედები ვერავინ გაამართლა. უახლესი მაგალითები ჰოლანდიელი ედსონ ბრააფჰაიდი და დანიელ პრანიჩი არიან - პირველი ახლა "ჰოფენჰაიმშია", მეორე კი მიუნხენში სათადარიგოთა სკამს ხეხავს.

ზაფხულში მიუნხენელებმა ბრაზილიელი რაფინია შეიძინეს, რომელიც ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ არა იმდენად კარგად, რომ "ბაიერნის" მწვრთნელმა და შეფებმა თავი მშვიდად იგრძნონ.

უახლესი ინფორმაციით, რეკორდმაისტერი "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველით, ესპანური წარმოშობის მქონე შვეიცარიელი რიკარდო როდრიგესით დაინტერესდა. ბავარიელებს ეს უკანასკნელი
ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მოეწონათ - გეხსომებათ, ჯგუფურ ეტაპამდე "ბაიერნმა" სწორედ "ციურიხის" ბარიერი გადალახა.

"ციურიხი" "ალიანს არენაზე" 0:2 დამარცხდა და სხვათა შორის, იმ მატჩის შემდეგ როდრიგესმა თქვა, არიენ რობენმა მაისური გამიცვალა და შემაქოო. შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნი" როდრიგესით სერიოზულადაა დაინტერესებული. ახალგაზრდა მარცხენა მცველი, რომელიც შვეიცარიის ნაკრების წევრიცაა, 10 მილიონი ევრო ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული