არშავინი გელზენკირხენში?

AutoSharing Option
"გაზპრომთან" მეგობრობამ (რუსული ნავთობგიგანტი გელზენკირხენული კლუბის გენერალური სპონსორია) "შალკეს" იანვარში შეიძლება ერთობ ხმაურიანი ტრანსფერი გაუჩარხოს. ინგლისური და გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გელზენკირხენელებს ზამთარში
ლონდონის "არსენალისა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელის, ანდრეი არშავინის გადაბირება სურთ.

ფაქტი ის არის, რომ 30 წლის არშავინი "არსენალში" ბედნიერი არ არის. "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ის ამ სეზონში 90 წუთის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ათამაშა ("მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8). ექსპერტების აზრით, თუკი მსურველი მინიმუმ 17 მილიონ ევროს გადაიხდის, ლონდონელები რუს ფორვარდს სიამოვნებით გაყიდიან.

ეს თანხა კი "შალკემ" "გაზპრომისგან"
წესით უპრობლემოდ უნდა მიიღოს, რადგან რუსულ კომპანიას დიდი ხანია უნდა, რომ გელზენკირხენულ კლუბში რუსმა ფეხბურთელმა ითამაშოს. სწორედ ამიტომ, "შალკეს" არშავინის გადაბირება 2009 წელსაც უნდოდა, მაგრამ მაშინ ანდრეიმ არჩევანი "არსენალზე" შეაჩერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული