ბუნდესგუნდის ახალი ფორმა

AutoSharing Option
გუშინ, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა "ადიდასთან" ერთად გერმანიის ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა - ფორმა, რომლითაც ბუნდესგუნდი პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პირველი ფორმა ამჯერად კლასიკური, თეთრი იქნება, რომელსაც წინ გერმანიის დროშის ფერებში სამი წვრილი, დიაგონალური ხაზი აქვს.

ბუნდესნაკრების მეორე ფორმა კი მწვანე ფერის იქნება.

იოახიმ ლიოვის გუნდი ხვალ, უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში სწორედ ახალი ფორმით იასპარეზებს. "ამ ფორმის დიზაინში ბევრი რამ არ არის გაერთიანებული, პირველ რიგში კი ტრადიციები. კლასიკური თეთრი ფორმით გერმანიას უდიდესი წარმატებები უზეიმია. მჯერა, რომ ისტორიაში ეს ფორმაც შევა,"
- განაცხადა ლიოვმა პრესკონფერენციაზე.

"გერმანიის ნაკრების ახალი ფორმის ჩაცმა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ახალი დიზაინი ელეგანტურია. ასე რომ, ვიზუალური თვალსაზრისით, ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე ძალიან კარგად ვართ მომზადებულები," - ეს ბუნდესგუნდის კაპიტნის, ფილიპ ლამის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული