ორი წელი რობერტის გარეშე

AutoSharing Option
ანდრეას ბერგმანი დღეს "ბოხუმის" მთავარი მწვრთნელია, ჰანო ბალიტში "ლევერკუზენის" ნახევარმცველი, ფლორიან ფრომლოვიტცი კი "დუისბურგის" კარს იცავს, მაგრამ სამივეს ერთი რამ, ორი წლის წინ მომხდარი ტრაგედია აერთიანებს.

გუშინ, ყოფილმა ჰანოვერელებმა სხვებთან ერთად, რობერტ ენკეს საფლავი მოინახულეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მის ხსოვნას. ჰო, იმ დღიდან, როცა გერმანიის ნაკრებისა და "ჰანოვერის" მეკარემ თავი მოიკლა, ზუსტად ორი წელი გავიდა - 2009 წლის 10 ნოემბერი კი გერმანიაში არავის ავიწყდება.

მაშინ, დეპრესიებით გატანჯულმა ცნობილმა მეკარემ სასტიკი სუიციდი განახორციელა - მატარებელს ჩაუვარდა და საფეხბურთო სამყარო
შოკში ჩააგდო. ენკეს ფსიქიკური პრობლემების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა - რობერტს ამ ყველაფრის შესახებ ღიად საუბარი ერიდებოდა, შინაგანი სისუსტის გამჟღავნების ეშინოდა.

ენკეს თვითმკვლელობამ ბევრი რამ შეცვალა. მას მერე რამდენიმე ფეხბურთელი ღიად ალაპარაკდა დეპრესიებზე და დროულად დაიწყო მკურნალობა. უახლესი მაგალითი ისევ "ჰანოვერის" მეკარე მარკუს მილერია, რომელმაც დეპრესიის პირველივე სიმპტომების შემდეგ ექიმებს მიმართა, თვენახევრის მანძილზე იმკურნალა და ცოტა ხანში ჩვეულებრივ ყოველდღიურობას გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული