კაიზერ ფრანცი ბალაკს ურჩევს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდნეტმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ "ლევერკუზენის" ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნება არ უნდა იჩქაროს.

"კაიზერ ფრანცის" აზრით, ნაკრების ექსკაპიტანი ჯერჯერობით არ არის ისეთ სპორტულ ფორმაში, რომ მანშაფტს რამეში გამოადგეს.

"ბალაკი ფორმაში უნდა შევიდეს, რათა ნაკრებში დააბრუნონ. ამ მომენტისთვის კი მიხაელი ჩვეული სათამაშო კონდიციებისგან საკმაოდ შორსაა. თავის კლუბში ძალას თანდათანობით მოიკრებს და ნაკრებსაც გამოადგება. ბუნდესმანშაფტში ახლავე რომ დაბრუნდეს, პირადად ბალაკისთვის იქნება ცუდი", - განაცხადა ბეკენბაუერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული