ჰიონესი: თუ ივიცა წავა, ვინმეს ვიყიდით

AutoSharing Option
"ბაიერნს" საქმეები კარგად მისდის: რეკორდმაისტერი ბუნდესლიგაში ერთპიროვნულად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში თითქმის განაღდებული აქვს და მიუნხენური გრანდის ახალი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის მუშაობით ყველა მოხიბლულია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერს განაცხადში ბუნდესლიგის მასშტაბით ყველაზე ცოტა, 23 მოთამაშე ჰყავს, "ბაიერნში" რამდენიმე ფეხბურთელი მაინც უკმაყოფილოა.

პირველ რიგში ეს ხორვატ მოთამაშეებზე, ივიცა ოლიჩზე და დანიელ პრანიჩზე ითქმის. ცხადია, მიზეზი მათი უთამაშებლობაა. ცოტა ხნის წინ, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი ორივეს შეხვდა და როგორც ამბობს, გულახდილად ესაუბრა. ოლიჩი არ მალავს, რომ მიუნხენი
დან აბარგებაზე ფიქრობს და "ბაიერნის" ქომაგებს გული ყველაზე მეტად მასზე სწყდებათ, რადგან ხორვატის დამსახურებები მიუნხენური გრანდის წინაშე არ ავიწყდებათ.

"ცხადია, თამაში მინდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და სათამაშო პრაქტიკა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. ამიტომაც, მიუნხენიდან წასვლაზე ვფიქრობ," - აცხადებს ოლიჩი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მიუნხენელებს მისი გასხვისება არ უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ დააკავებენ, რადგან ვერც ძირითად შემადგენლობაში თუნდაც შედარებით ხშირად თამაშის გარანტიას მისცემენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ოლიჩთან და პრანიჩთან ერთად, იგივე მიზეზით "ბაიერნიდან" წასვლაზე დიეგო კონტენტო და ტაკაში უსამიც ფიქრობენ, თუმცა მათთვის არენდაც მისაღები იქნება.

"ფაქტია, რომ თუ ზამთარში რომელიმე ფეხბურთელი გაგვექცევა, სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება მოგვიწევს. განსაკუთრებით ოლიჩის შემთხვევაში, რადგან მაღალი კლასის თავდამსხმელია," - ეს "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული