სანაკრებო პაუზამ „შალკე“ მაგრად აზარალა – გელზენკირხენულ კლუბს ორი წამყვანი ფეხბურთელი, 23 წლის ბენედიქტ ჰიოვედესი და 27 წლის ჯეფერსონ ფარფანი სერიოზული ტრავმებით დაუბრუნდნენ. კაპიტანმა ჰიოვედესმა ტრავმა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების ტესტ-მატჩში მიიღო და „შალკეს“ ექიმების ცნობით, ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს გაატარებს.
რაც შეეხება ფარფანს – მისი საქმე უფრო ცუდადაა. პერუელმა გარემარბმა ტრავმა ეკვადორთან ამხანაგურ მატჩში მიიღო და უკვე ცნობილია, რომ წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს.
„ფარფანისა და ჰიოვედესის ტრავმები ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია. იმედია, მწვრთნელი მათ შემცვლელებს მოძებნის და პირველ წრეს
ღირსეულად ჩავამთავრებთ,“ - ეს „შალკეს“ მენეჯერის, ჰორსტ ჰელდტის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"