ვიზე "ბაიერნთან" არ იქნება

AutoSharing Option
"ვერდერის" მეკარე ტიმ ვიზე ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, რომელშიც ბრემენულ კლუბს მიუნხენის "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ვერ ითამაშებს.

მიზეზი ის გახლავთ, რომ 29 წლის მეკარეს მამა გარდაეცვალა. "ტიმი "ბაიერნთან" ვერ დაგვეხმარება, რადგან ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა - უფროსი ვიზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა," - თქვა გუშინ ბრემენელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა.

მიუნხენურ გრანდთან შეხვედრაში ვიზეს ახალგაზრდა მეკარე სებასტიან მილიტცი შეცვლის. აღსანიშნავია, რომ 22 წლის მილიტცმა ვიზე ამ სეზონში უკვე ოთხჯერ შეცვალა (ტიმი დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა). მილიტცთან ერთად "ვერდერის" ბალანსი ასეთია:
1 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული