ულიმ იანვარში ტრანსფერები გამორიცხა

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი გუშინ გავრცელებულ სპეკულაციას გამოეხმაურა და იანვარში ტრანსფერების განხორციელება გამორიცხა. გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბავარიული გრანდი "ფრაიბურგის" ფორვარდ პაპის დემბა სისეთი დაინტერესდა, რაც ჰიონესმა უარყო.

"პირველი წრის დარჩენილი მატჩებიდან ყველა რომ წავაგოთ, ზამთარში მაინც არავის ვიყიდი. იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ახლა გვყავს, უბრალოდ კარგად უნდა ითამაშონ და არა ისე, როგორც ბოლო მატჩებში ასპარეზობდნენ და ყველა პრობლემა მოიხსნება. ახალ ფეხბურთელებზე მე მხოლოდ სეზონის ბოლოს ვიფიქრებ," - განაცხადა რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა "სქაისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული