ლენო ლევერკუზენში რჩება

AutoSharing Option
გუშინ გადაწყდა, რომ 19 წლის მეკარე ბერნდ ლენო „ლევერკუზენში“ დარჩება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ის „ბაიერთან“ კონტრაქტს 2017 წლამდე აფორმებს, მისი ყოფილი გუნდი „შტუტგარტი“ კი „ლევერკუზენისგან“ 7-8 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლენო „ლევერკუზენში“ აქამდე არენდის წესით თამაშობდა - „შტუტგარტმა“ „ბაიერს“ ეს მეკარე აგვისტოში იმის გამო ათხოვა, რომ „ფარმაცევტებს“ ძირითადი გოლკიპერი რენე ადლერი დაუშავდათ. იჯარის ხელშეკრულებას კი ვადა იანვარში ეწურებოდა.

ნიჭიერი კიპერი „ბაიერში“ იმდენად კარგად ათამაშდა, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტეს. არადა, ლენოს მანამდე პირველ ბუნდესლიგაში ერთი
შეხვედრაც არ ჰქონდა ჩატარებული. შვაბები მის დასაბრუნებლად დიხანს იბრძოდნენ, მაგრამ ბოლოს თვითონ ფეხბურთელმა თქვა, „ლევერკუზენში“ დარჩენა მინდაო, რამაც იქონია კიდეც გადამწყვეტი გავლენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული