რაული უდაბნოში?

AutoSharing Option
„შალკეს“ ხელმძღვანელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, სად გაივლის გუნდი ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას – ეს 4-დან 12 იანვრამდე ყატარში მოხდება, რაულისთვის კი, შესაძლოა, ეს მოგზაურობა ჩვეულებრივ შეკრებაზე მეტი გამოდგეს. საქმე იმაშია, რომ 34 წლის ესპანელ თავდამსხმელს ყატარში ფეხბურთის სათამაშოდ ეპატიჟებიან და ცხადია, ასტრონომიულ ხელფასსაც ჰპირდებიან.

გონსალეს ბლანკოს „შალკესთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, რომ მას ევროპიდან არაერთი შეთავაზება აქვს, მაგრამ საუკეთესო წინადადება ყატარიდან მიიღო. შეიხები მზად არიან, რაულს ძალიან მაღალი ხელფასი შესთავაზონ. გელზენკირხენში მისი ხელფასი დღესდღეობით წელიწადში 7
მილიონი ევროა და ამ თანხიდან 2 მილიონს დღემდე მადრიდის „რეალი“ უხდის.

საინტერესო ისაა, რომ მადრიდულ გრანდს ეს ვალდებულება მხოლოდ ზაფხულამდე აკისრია, „შალკე“ კი რაულისთვის წელიწადში 7 მილიონის გადახდას ყოყმანობს, რის გამოც ესპანელს ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია.

გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი რაულთან მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში გეგმავს. თავად რაული აქამდე ყოველთვის ამბობდა, ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ კლუბის შეფებთან ჩემი მომავლის შესახებ ვისაუბროო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული