ჰლებმა ვერ მოძოვა

AutoSharing Option
ალექსანდრ ჰლებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ფელიქს მაგათის იმედები ვერ გაამართლა. ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ იანვარში ჰლები გერმანიის 2009 წლის ჩემპიონს დატოვებს.

"ვოლფსბურგერ ნახრიხთენის" ცნობით, მაგათს ჰლების გაშვება გადაწყვეტილი აქვს, რაც თუნდაც იქიდან შანს, რომ ამ დღეებში ბელორუსი ნახევარმცველი იმ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს, რომლებიც განაცხადისთვის არ განიხილებიან. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ჰლები "ბარსელონას" საკუთრებაა, "ვოლფსბურგში" კი არენდით თამაშობს. გერმანულ კლუბს იანვარში მისი ყიდვა შეეძლო, მაგრამ ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ "დესპოტმა ფელიქსმა" ეს ნაბიჯი გადადგას.

ზამთარში "ვოლფსბურგს" ჰლებთან ერთად, სავარაუდოდ თავდამსხმელი
სრდიან ლაკიჩიც დატოვებს. ეს უკანასკნელი "მგლებმა" სეზონის წინ "კაიზერსლაუტერნიდან" იყიდეს, მაგრამ იმედების გამართლება ვერც მან მოახერხა. გერმანული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ლაკიჩით "ჰანოვერია" დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული