ზდრავკო "იუვეზე" ოცნებობს

AutoSharing Option
ორიოდე კვირის წინ გაუწყეთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის გადაბირებაზე ფიქრობენ.

ახლა კი თვითონ 24 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუვეში" გადასვლაზე ოცნებობს, რაც მოსალოდნელ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

"თუკი ტურინელები დამიკავშირდებიან და კარიერის "იუვენტუსში" გაგრძელებას შემომთავაზებენ, გულახდილად ვამბობ, უარის თქმა გამიჭირდება, - განუცხადა კუჟმანოვიჩმა იტალიურ გაზეთ "ტუტოსპორტს" და იქვე დასძინა, - "იუვენტუსი" დიდი გუნდია, სადაც თამაშზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე ფეხბურთელი ოცნებობს."

ხსენებულ ინტერვიუში ზდრავკო იმასაც ამბობს, რომ იტალიი
დან მის აგენტს ჯერ არავინ დაკავშირებია. ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ ტურინული გრანდის სკაუტები კუჟმანოვიჩს რამდენიმე კვირაა აქტიურად აკვირდებიან - "ბებერი ქალბატონის" შეფები ზდრავკოს ყიდვას იანვარში გეგმავენ.

"იტალიაში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები, რადგან იქ გატარებული ორი წელი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში," - ესეც სერბი საყრდენის
სიტყვებია, რომელიც 2007-დან 2009 წლამდე ფლორენციის "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა. გაირკვა, რომ "შტუტგარტი" კუჟმანოვიჩს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული