პოლდის "კიოლნის" ღალატი უჭირს

AutoSharing Option
გერმანიაში არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ "შალკემ" ლუკას პოდოლსკის გადაბირება მოისურვა.

ეს თემა სამშაბათს საღამოსაც გახდა დისკუსიის საგანი, რადგან გუშინწინ "კიოლნი" გადადებულ მატჩში "მაინცს" შეხვდა, შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა, "კიოლნიდან" კი გოლი ისევ პოლდიმ გაიტანა და "თხები" საშინაო მარცხისგან იხსნა - ეს მისთვის სარეკორდო, მე-14 გოლი გახლდათ ამ სეზონში. მატჩის შემდეგ ლუკასმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

"ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბუნდესლიგის სხვა კლუბში გა
დავიდე. მეტიც: ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. არ მინდა, ვუღალატო გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა და გარდა ამისა, ჩემი კარიერის ყველაზე რთულ პერიოდში ხელმეორედ შემიფარა. ასე რომ, თუ "კიოლნიდან" წავალ, ალბათ მხოლოდ უცხოეთში გადავალ," - თქვა ლუკასმა.

პოდოლსკის "თხებთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და კიოლნელებს ზამთარში მასთან ახალი ხელშეკრულების დადება სურთ. თუ ეს არ მოხერხდა, "კიოლნი" იძულებული გახდება, თავისი ლიდერი ზაფხულში გაყიდოს, რადგან ასეთ შემთხვევაში 2013 წელს პოდოლსკი უფასო გახდება.

"დასამალი არაფერია, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, გადაწყვეტილების მიღებას კი არ ვჩქარობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდეს," - აცხადებს 26 წლის თავდამსხმელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული