მერკელი ბრემენში?

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერს" იტალიაში "გადახვეწილი" გერმანელი ტალანტის, ალექსანდერ მერკელის გადაბირება უნდა.

იტალიური გაზეთი "კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ ბრემენული კლუბის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ "ჯენოას" ბოსებს და 19 წლის ნახევარმცველზე სიტყვა ჩამოუგდეს. ჩვენი იტალიელი კოლეგები იმასაც იუწყებიან, რომ "ვერდერის" სკაუტები დიდი ხანია, გენუური კლუბის თამაშებს ესწრებიან.

საინტერესო ის არის, რომ "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა მერკელით დაინტერესება არ უარყო. მისი თქმით, ბრემენული კლუბი ბაზარს აქტიურად აკვირდება და დაადასტურა, რომ "მუსიკოსების" თვალთახედვის არეალში მერკელიცაა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის 19
-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი "ჯენოაში" "მილანიდანაა" განათხოვრებული - ეს გუნდები მის სატრანსფერო უფლებებს შუაზე იყოფენ. შარშან "ვერდერმა" "ჯენოადან" ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი გადაიბირა.

საინტერესოა ისიც, რომ ალოფსს მერკელის აგენტ ოსკარ დამიანისთან კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ეს უკანასკნელი ბრემენელთა ფეხბურთელის, მიკაელ სილვესტრის მრჩეველიცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული