"მიხაელ
იოგიმ განაცხადში მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობიდან 17 ფეხბურთელი შეიყვანა და მათთან ერთად, სამ ისეთ მოთამაშეს უხმო, რომლებმაც მუნდიალზე ტრავმების გამო ვერ იასპარეზეს: მეკარე რენე ადლერს, მცველ ჰაიკო ვესტერმანს და ნახევარმცველ კრისტიან ტრეშს. სამხრეთ აფრიკაში ნამყოფი ფეხბურთელებიდან, ტრავმების გამო გამოძახებულები არ არიან არნე ფრიდრიხი, ჟერომ ბოატენგი, პიოტრ ტროხოვსკი და დენის აოგო. სერდარ ტასკიზე კი უარი, ლიოვმა მისი უთამაშებლობის გამო თქვა. იოგიმ ტრავმის გამო არ გამოიძახა თომას ჰიტცლშპერგერიც, რომელიც დანიასთან ბუნდესნაკრების კაპიტანი იყო.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან და აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები - რენე ადლერი (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (შალკე), ტიმ ვიზე (ვერდერი).
მცველები - ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები - სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), მარკო მარინი (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).
თავდამსხმელები - ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), მარიო გომესი (ბაიერნი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), მიროსლავ კლოზე (ბაიერნი), კაკაუ (შტუტგარტი).