ლიოვის ძველი ბიჭები

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მიხაელ ბალაკს არ გამოიძახებდა და ასეც მოხდა: ბალაკი არ არის იმ მოთამაშეების სიაში, რომლებიც 3 სექტემბერს "ბელგიასთან", ხოლო 7 სექტემბერს კი აზერბაიჯანთან ითამაშებენ. ლიოვს სიუპრიზები არ შემოუთავაზებია. საინტერესო ის არის, რომ მან ამ მატჩებისთვის "ვოლფსბურგის" ფლანგის მცველი საშა რიტერი გამოიძახა. ეს უკანასკნელი სამხრეთ აფრიკაში არ ყოფილა, მაგრამ ბუნდესგუნდის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. რიტერს გერმანიის ნაკრებში დებიუტი ცოტა ხნის წინ, დანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) ჰქონდა.

"მიხაელ
ბალაკთან ძალიან გულახდილი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა. მან სამი თვის წინ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზა. მართალია, ახლა გამოჯანმრთელებულია და "ლევერკუზენში" თამაშობს, მაგრამ ჯერ მაინც არ არის საუკეთესო ფიზიკური კონდიციებში. ამიტომაც ვთქვი მასზე უარი. მირჩევნია, ბალაკმა "ლევერკუზენში" ფორმა აღიდინოს," - განაცხადა ლიოვმა.

იოგიმ განაცხადში მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობიდან 17 ფეხბურთელი შეიყვანა და მათთან ერთად, სამ ისეთ მოთამაშეს უხმო, რომლებმაც მუნდიალზე ტრავმების გამო ვერ იასპარეზეს: მეკარე რენე ადლერს, მცველ ჰაიკო ვესტერმანს და ნახევარმცველ კრისტიან ტრეშს. სამხრეთ აფრიკაში ნამყოფი ფეხბურთელებიდან, ტრავმების გამო გამოძახებულები არ არიან არნე ფრიდრიხი, ჟერომ ბოატენგი, პიოტრ ტროხოვსკი და დენის აოგო. სერდარ ტასკიზე კი უარი, ლიოვმა მისი უთამაშებლობის გამო თქვა. იოგიმ ტრავმის გამო არ გამოიძახა თომას ჰიტცლშპერგერიც, რომელიც დანიასთან ბუნდესნაკრების კაპიტანი იყო.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან და აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები - რენე ადლერი (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (შალკე), ტიმ ვიზე (ვერდერი).
მცველები - ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები - სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), მარკო მარინი (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).
თავდამსხმელები - ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), მარიო გომესი (ბაიერნი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), მიროსლავ კლოზე (ბაიერნი), კაკაუ (შტუტგარტი).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული