კაპელომ და ზამერმა დასცხეს!

AutoSharing Option
2012 წელი ინგლისური და გერმანული ფეხბურთის წარმომადგენელთა დაპირისპირებით დაიწყო!

პირველი შეტევა ბრიტანეთიდან განხორციელდა: ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, 65 წლის ფაბიო კაპელომ განაცხადა, გერმანელები ღარიბ ქვეყნებს ტალანტებს ართმევენო და საუკეთესო მაგალითად წარმოშობით თურქი ვარსკვლავის, მესუთ იოზილის შემთხვევა მოიყვანა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაპელომ ამით გერმანულ ფეხბურთს შეურაცხყოფა მიაყენა.

იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს 2007 წლიდან ავარჯიშებს, ეს დუბაიში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა: "გერმანელები ნიჭიერ ფეხბურთელებს უპრობლემოდ აძლევენ მოქალაქეობას. დააკვირდით, დღეს ბუნდესგუნდში ხუთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც თურქული წარმოშობის არიან. ყველამ ვიცით,
ეს როგორც ხდება, ხმის ამომღები კი არავინაა!"

კაპელოს ამით იმის თქმა უნდა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი თურქული, თუ სხვა ქვეყნის წარმოშობის მქონე ნიჭიერ ფეხბურთელებს ფულს სთავაზობს იმის სანაცვლოდ, რომ გერმანიის ნაკრებში იასპარეზონ. კაპელო ამითაც არ კმაყოფილდება და იქვე უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის სთხოვს, დაიწყონ გამოძიება, რაც აუცილებლად დაადგენს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბრალეულობას.

ცხადია, კაპელოს განცხადებები ინგლისურმა გაზეთებმა მაშინვე აიტაცეს. "დეილი მეილი" მიროსლავ კლოზეს და ლუკას პოდოლსკისაც ფსევდო-გერმანელებს უწოდებს - იმის გამო, რომ ისინი პოლონეთში არიან დაბადებულები.

გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან კაპელოს სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა უპასუხა. აი, რას ამბობს 43 წლის მათიასი: "კაპელოს ასეთ განცხადებებს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ! თუ გერმანიის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც სხვა ქვეყნებში არიან დაბადებულები, ეს დრომ, საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებამ მოიტანა. ჩვენ გერმანიის ნაკრების კარს არავის ვუკეტავთ - ამ ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა გერმანიაშია გაზრდილი და მოქალაქეობაც შესაბამისად აქვთ მიღებული.

ბუნდესგუნდში თამაში არავისთვის დაგვიძალებია და არც დავაძალებთ - ჩვენ, გერმანელებს ეს არასდროს გვჭირდებოდა, არც ახლა გვჭირდება და არც მომავალში დაგვჭირდება."

23 წლის იოზილს თურქული წარმოშობა აქვს, მაგრამ გერმანიაში, კერძოდ გელზენკირხენშია დაბადებული. იგივე ეხება "შტუტგარტისა" და ბუნდესგუნდის მცველ სერდარ ტასკისაც (24), რომელიც ასევე გერმანიაში, კერძოდ ესლინგენში დაიბადა.

გასულ წელს გერმანიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა წარმოშობით კიდევ ერთ თურქს, 21 წლის ილქაი გიუნდოგანს, რომელიც იოზილის დარად, ასევე გელზენკირხენშია დაბადებული.

პოდოლსკი და კლოზე ნამდვილად პოლონეთში არიან დაბადებულები, მაგრამ მათმა მშობლებმა მალე დატოვეს პოლონეთი, ასე რომ, მირო და ლუკასი გერმანიაში გაიზარდნენ, თუმცაღა პოლონურად ძალიან კარგად საუბრობენ და როცა მოედანზე არიან, ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ელაპარაკებიან ხოლმე.

მთელ ამ დავი-დარაბაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კაპელოს ინგლისის ნაკრებში თავად ჰყავს სამი ისეთი მოთამაშე, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ, სხვა ნაკრებში ეთამაშათ: ეშლი კოული და თეო უოლკოტი ბარბადოსელები არიან, დენის უელბეკი კი წარმოშობით განელია. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას კაპელოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია - როგორც ჩანს, რცხვენიათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა საფრანგეთს საერტოდ ხმა არ ააქვს ამოსაღები:):) აფრიკის ნაკრები უფროა.

უბალეშიკეთ არგენტინას სადაც ისეთი გენიოსები იბადებიან როგორიც მესი და მარადონაა
ესპანეთიც მოსულა აი იტალიამ აურია ბალოტელი რა ჯანდაბად უნდათ იმინა არ უხდება აძურას ფორმა რა ზანგს
argentina
01:44 06-01-2012
0

სიახლეები პოპულარული