ეს არც ხელფასია და არც პრემია - ფარფანი ამ თანხას ჯიბის ფულად, საჩუქრად ითხოვს! "შალკეს" ხელმძღვანელებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე უარით უპასუხეს.
ფარფანს "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება შემოდგომაზე შესთავაზა.
ძველი კონტრაქტით პერუელი წელიწადში 2.8 მილიონ ევროს იღებს და ახლის გაფორმების შემთხვევაში, გელზენკირხენელები მას
ფარფანი ამაზეც არ დათანხმდა, თუმცა არც უარი უთქვამს და ამ ხნის მანძილზე ჰელდტსა და სხვა შეფებს სპეკულაციებით აწვალებდა - ვითომ მას არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟება. ახლა კი, აი, ასეთი კოლოსალური თანხა მოინდომა და თანაც, უბრალოდ საჩუქრად და ხელფასთან ერთად!
"შალკეს" ხელმძღვანელები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ფულის მონასთან აქვთ საქმე და უკვე გადაიბირეს ნიგერიელი ჩინედუ ობასი ოგბუკე (ჰოფენჰაიმიდან), რომელიც სწორედ ფარფანის პოზიციაზე თამაშობს.
თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჰელდტი პერუელს კარს საბოლოოდ მაინც არ უკეტავს და ამბობს, თუ ჯეფერსონი თავის აბსურდულ მოთხოვნას გააუქმებს და კონტრაქტზე დაგვთანხმდება, სიამოვნებით დავიტოვებთო. მაგრამ როგორც ჩანს, პერუელი ამას არ აპირებს - გუშინწინ მისმა აგენტმა რაულ იორდანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, ფარფანი იმ კლუბში გააგრძელებს კარიერას, სადაც საუკეთესო ფინანსურ პირობებს შესთავაზებენო. ზაფხულში მას "შალკედან" წასვლა უფასოდ შეეძლება და საინტერესოა, რომელი კლუბი აჩუქებს 14 მილიონ ევროს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"