ეს ინფორმაცია "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კალუს ალოფსმა დაადასტურა. მისი თქმით, 29 წლის მცველმა დეკემბრის ბოლოს მას თხოვნით მიმართა, ბრაზილიაში მეპატიჟებიან და გამიშვითო, მაგრამ "ვერდერი" ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურის დათმობას არ აპირებს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ნალდოს გადაბირება "პორტო ალეგრეს" უნდა - ბრაზილიელს ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. თუ ფეხბურთელი თავისას არ დაიშლის, ბრემენელები მას მინიმუმ 10 მილიონ ევროდ შეაფასებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი