ეს ცნობა გუშინ ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. მისი თქმით, 29 წლის მაჯო, რომელსაც იტალიის ნაკრებში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, "ნაპოლისთვის" ფასდაუდებელი ფეხბურთელია.
ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს მარეკ ჰამშიკიც. მართალია, მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლამდე აქვს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები ჩქარობენ, რადგან ჰამშიკი სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია და დიდია იმის შანსი, რომ მალე მთხოვნელების რიგი დაუდგეს.
იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში 24 წლის ჰამშიკმა განაცხადა, რომ ნეაპოლში თავს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"