კობიაშვილს კონკურენტი გამოუჩნდ(ებ)ა!

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ბერლინის "ჰერტამ" "ფრაიბურგის" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ფელიქს ბასტიანსის ტრანსფერი სრულყო. გადაწყვეტილია, რომ 23 წლის ფეხბურთელი "ფრაიდან" "ჰერტაში" ზაფხულში, სეზონის დასრულებისთანავე უფასოდ გადავა, რადგან ბრაისგაუელებთან კონტრაქტი უმთავრდება.

თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ ბასტიანსი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, ბერლინში ახლავე გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრაიბურგელები ბასტიანსის ტრანსფერიდან მცირე ფინანსური ხეირის ნახვას დათანხმდებიან და მას "ჰერტას" ახლავე და იაფად დაუთმობენ.

დიდი შანსია, რომ ასეც მოხდეს, რადგან "ფრაიბურგში" ბასტიანსი მეორე გუნდშია გადაყვანილი.

ახლა მოხდება ეს, თუ ზაფხულში, ფაქტია,
რომ "ჰერტას" ქართველ მარცხენა მცველ ლევან კობიაშვილს ახალი კონკურენტი გამოუჩნდება. აი, რას ამბობს ბერლინელთა ახალი მწვრთნელი მიხაელ სკიბე ამასთან დაკავშირებით:

"ფელიქს ბასტიანსი ლევან კობიაშვილის ძალიან კარგი ალტერნატივაა. გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა პირველ წრეში აბსოლტურად ყველა შეხვედრაში იასპარეზა და მას მეც ასპროცენტიან ნდობას ვუცხადებ, თუმცა კობი ახალგაზრდა აღარ არის და მის შემცვლელზე ფიქრის დაწყების დრო იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული