"ვოლფსბურგი". ტრანსფერები - მეექვსე, მეშვიდე: ლოპესი, სისოკო...

AutoSharing Option
ფელიქს მაგათის სატრანსფერო საგიჟეთი გრძელდება: გასული კვირა "ვოლფსბურგის" მწვრთნელმა და მენეჯერმა კიდევ ორი, რიგით მეექვსე და მეშვიდე ახალწვეულების წარდგენით დაასრულა.

ესენი არიან: 24 წლის ცენტრალური მცველი ფელიპე ლოპესი და 20 წლის გარემარბი იბრაჰიმ სისოკო. გერმანიის 2009 წლის ჩემპიონთან კონტრაქტები ორივემ 2015 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

"ფელიპე მაღალი, მეორე სართულზე იდეალურად მებრძოლი მცველია," - განაცხადა მაგათმა ლოპესის შესახებ, რომელიც მან პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაიბირა. რაც შეეხება სისოკოს: ფელიქსმა ეს უკანასკნელიც პორტუგალიიდან, კერძოდ "აკადემიკადან" შეიძინა და მასში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგათის თქმით, ეს
უკანასკნელი ძალიან სწრაფი და ტექნიკური გარემარბია - სწორედ ისეთი, როგორიც "ვოლფსბურგს" სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "ვოლფსბურგმა" უკვე სამი ფეხბურთელი გაუშვა და შვიდი შეიძინა. გუნდიდან წავიდნენ ალიაკსანდრ ჰლები ("მგლებში" იჯარის წესით თამაშობდა), თოლგა ჩიგერჩი (გლადბახში გადავიდა) და თომას კალენბერგი.

მოვიდნენ: პეტრ ირჟაჩეკი (პლზენის "ვიქტორია"), სლობოდან მედოიევიჩი (ვოივოდინა ნოვი სადი), ფერჰად ჰასანი (ტეტოვო), ვიერინია (პაოკ), ჯოვანი სიო (სიონი), ფელიპე ლოპესი (ნასიონალი) და იბრაჰიმ სისოკო (აკადემიკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული