ასამოა "ფიურტშია"!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯერალდ ასამოამ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „ფიურტში“ ამოყო თავი. 33 წლის ჯერალდი ბოლოს უკლუბოდ იყო და ფიურტელებმა მას კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.

კლუბმა ასამოას აყვანა მას მერე გადაწყვიტა, რაც თავდამსხმელმა კინგსლი ონუეგბუ მძიმედ დაუშავდა.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით განელი ასამოა საფეხბურთო არენაზე პირველად 1999 წელს, „ჰანოვერში“ გამოჩნდა და მერე „შალკეში“ გადავიდა, სადაც 11 წელი ითამაშა. ბოლოს ასამოა „ზანკტ პაულიში“ ასპარეზობდა, ზაფხულს აქეთ კი უკლუბოდ იყო.

ასას პირველ ბუნდესლიგაში 306 მატჩში 50 გოლი აქვთ გატანილი,
მეორე ბუნდესლიგაში კი 21 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრების ფორმა ასამოას 43 მატჩში ეცვა (6 გოლი).

ელიტაში აღზევების კანდიდატ „ფიურტში“ ჯერალდი 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მისი კონკურენტები კრისტოფერ ნიოთე და ოლივიე ოკეანი იქნებიან. ამ სეზონში მათ 10-10 გოლი აქვთ გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული