ხუმარა ჰუნტელარი

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი კლას-იან ჰუნტელარი იტალიური "მილანიდან" გერმანულ "შალკეში" გადავიდა. ტრანსფერის ღირებულების ამბავი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, 27 წლის ჰოლანდიელი "ხუმარებს" 13 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ჰუნტელარის თქმით, "როსონერის" დატოვება მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "მილანმა" იჯარით "ბარსელონას" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აიყვანა, ჰოლანდიელმა გარემოს შეცვლა გადაწყვიტა. თანაც, ამბობენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მილანური კლუბი "მანჩესტერ სიტიდან" რობინიოს გადაბირებასაც შეეცდებაო...

მადრიდის "რეალში" სათამაშო პრაქტიკის დეფიციტით უკმაყოფილო "მონადირემ" (ჰუნტელარის მეტსახელი – ავტ.) ერთი წლის წინათ "მილანს" მიაშურა და
იტალიის გასულ ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული