"მაურო კამორანეზი უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მე თუ მკითხავთ, მასზე უკეთესი მარჯვენა გარემარბი მსოფლიოში ბევრი არ მოიძებნება. მისი გამოცდილება და კლასი ჩემს გუნდს
"მიხარია, რომ აქ ვარ, - ასე დაიწყო საუბარი კამორანეზიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც მის წარდგენას მიეძღვნა, - ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვარ, რადგან 18 ივლისიდან ვვარჯიშობდი. შესაბამისად, ყველანაირად მზად ვარ იმისათვის, რომ "შტუტგარტს" უკვე მომდევნო ტურში დავეხმარო. ვფიქრობ, ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, ამ კლუბში რომ გადმოვედი. მიხარია, რომ 33 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, უმაღლეს დონეზე ვითამაშო. ბოლო წლებში ბუნდესლიგამ უდიდესი პროგრესი განიცადა და იმედი მაქვს, რომ "შტუტგარტთან" დიდ წარმატებებს მივაღწევ. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ არჩევანი "შტუტგარტზე" შევაჩერე."
კამორანეზის, რომელსაც "შტუტგარტში" ყოფილი თანაგუნდელი, კრისტიან მოლინარო დახვდა, "იუვენტუსში" აღარ დაედგომებოდა, რადგან ტურინელთა ახალი დამრიგებელი ლუიჯი დელ ნერი სეზონს მის გარეშე გეგმავდა. კვირას "იუვემ" პირველ ტურში, "ბარისთან" 0:1 წააგო და კამორანეზი "ბებერი ქალბატონის" განაცხადშიც კი არ იყო შეყვანილი. წარმოშობით არგენტინელი, დღეისათვის 33 წლის მაურო ხერმან კამორანეზი "იუვენტუსს" 8 წლის მანძილზე ემსახურა. მაურო, რომელსაც იტალიის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ის "სკუადრა აძურას" ძირითადი შემადგენლობის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.