"მანჩესტერის" თავდამსხმელი "ჰანოვერში"?

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ "ჰანოვერი" ახალ თავდამსხმელს ეძებს. სპორტული დირექტორი იორგ შმადტკე და მწვრთნელი მირკო სლომკა, როგორც იქნა, შეთანხმდნენ, რომ "წითლებს" წინა ხაზზე გაძლიერება სჭირდებათ და რამდენიმე დღეა, ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ იანვარმა "ჰანოვერს" ორი თავდამსხმელი გამოაკლო: დიდიე ია კონანი აფრიკის თასზეა, მოჰამედ აბდელაუ კი მძიმედ დაშავდა.

"ბილდის" უახლესი ინფორმაციით, "ჰანოვერმა" მიზანში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მამე დიუფი ამოიღო, რომელიც მანკუნიანელთა სარეზერვო გუნდში თამაშობს. სლომკა დიუფით დაინტერესებას ადასტურებს და ამბობს, იმედი მაქვს, ტრანსფერი განხორციელდებაო.

ალექს
ფერგიუსონს 24 წლის დიუფის გაყიდვა უნდა, თუმცა იჯარაც შესაძლებელია. "იუნაიტედმა" დიუფი ნორვეგიული "მიოლდედან" 2009 წელს, 4.5 მილიონ ევროდ იყიდა და უკვე ორჯერ ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში მამე დიუფმა "მანჩესტერის" პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ და ისიც ლიგის თასზე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული