"გლადბახი" ისტორიას თავიდან წერს

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატი პარასკევს ბრწყინვალე მატჩით და ზოგადად ძალიან საინტერესო ტურით განახლდა. "გლადბახისა" და "ბაიერნის" დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟი, რომელიც "ბორუსიამ" ბევრისთვის მოულოდნელად 3:1 მოიგო, საერთო ჯამში 200 ქვეყანაში გადაიცემოდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

სწორედ 200 ქვეყანაში ნახეს რეკორდმაისტერის მეკარის, მანუელ ნოიერის თითქმის უპატიებელი შეცდომა და ერთობ დუნე "ბაიერნი". მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ მიუნხენელები მოედნის საფარს აძაგებდნენ, თამამად უნდა ვთქვათ, რომ თამაშიდან გამომდინარე, ბავარიული გრანდის მარცხი აბსოლუტურად ლოგიკურია.

მათთვის, ვისაც არ უნახავს: მე-11 წუთზე ბადშტუბერმა ნოიერს უპასა, "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების
მეკარემ კი მოგერიება შეაყოვნა, პატრიკ ჰერმანს დაწნეხვის უფლება მისცა და ბოლოს ბურთი ულაზათოდ, პირდაპირ როისის მიმართულებით გაგზავნა, ამ უკანასკნელს კი დიდხანს აღარ უფიქრია და "ბაიერნის" ცარიელი კარი 30 მეტრიდან დალაშქრა. ეს როისის მე-11 გოლი გახლდათ.

ნოიერი მატჩის შემდეგ თავდახრილი ამბობდა, ამ შეცდომით ჩვენს მარცხს საფუძველი სწორედ მე ჩავუყარეო. საინტერესო ის არის, რომ სწორედ მისმა შეცდომამ განაპირობა "გლადბახთან" "ბაიერნის" მარცხი პირველ წრეშიც - გეხსომებათ, პირველ ტურში მიონხენგლადბახელებმა მიუნხენში 1:0 მოიგეს და გამარჯვების გოლი იგორ დე კამარგომ ასევე მანუს შეცდომის წყალობით შეაგდო.

ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ნოიერი მხოლოდ მსუბუქად გააკრიტიკა, უფრო მშვიდი უნდა გახდეს და ზოგადად, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლიო. როისმა კი, საფინალო სასტვენის შემდეგ ღიმილით თქვა, მანუელისგან ასეთ შეცდომას არ ველოდი და კიდევ კარგი, არ დავიბენი და დროულად დავარტყიო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: "ბაიერნს" არ ჰყავდა რიბერი (დისკვალიფიკაცია), სამაგიეროდ, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა შვაინშტაიგერმა და პრესტიჟის გოლიც სწორედ მის ანგარიშზეა. მიუნხენელები ბურთს ფლობდნენ, მაგრამ შეტევაში ხეირიანი ვერაფერი გააკეთეს. მიონხენგლადბახელებმა კი ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს: პატრიკ ჰერმანმა ჯერ მაიკ ჰანკეს ბრწყინვალე პასით იხეირა, მერე კი როისი მოევლინა ასისტენტად და თამამად ვიტყვით, მარკოს საგოლე პასის ნახვა ერთ რამედ ღირს.

მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა "გლადბახი" საუკეთესო ეპითეტებით შეამკო, მიუნხენელთა კაპიტანმა ფილიპ ლამმა კი მხოლოდ ესღა თქვა: "მეტოქეზე ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ, ბევრი შეცდომა დავუშვით."

რაც შეეხება იმას, რომ როისმა "ბორუსია პარკის" პუბლიკის წინაშე პირველად ითამაშა მას მერე, რაც გაირკვა, რომ ზაფხულში "დორტმუნდში" გადავა: "გლადბახის" ფანებმა მარკოს უდიდესი ტრანსფარანტი გამოუკრეს, რომელზეც ეწერა, დორტმუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიშვებთ, თუ "ვერცხლის სინს" და გერმანიის თასს დაგვიტოვებო. რამდენად რეალურია ეს, ამაზე თქვენ იმსჯელეთ, ჩვენ კი მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ "გლადბახი" "ბაიერნს" მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩება, გერმანიის თასზე კი მეოთხედფინალშია.

"ბაიერნს" ფეხი რომ დაუცდა, ამით შაბათს "შალკემ" ისარგებლა, უიდეო "შტუტგარტი" საკმაოდ მარტივად (3:1) დაამარცხა და რეკორდმაისტერს ქულებით გაუთანაბრდა (მიუნხენური გრანდი პირველ ადგილზე მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო დარჩა). გელზენკირხენულ კლუბს კი შესანიშნავი ბალანსი აქვს: ზედიზედ მეხუთე მოგება საკუთარ მოედანზე და ამ ხუთ საშინაო მატჩში ბურთების შეფარდება 18:1.

თანაც, ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ "შალკეს" ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე აკლდა - ფარფანი და ჰოლტბი ტრავმებს, ჯონსი კი დისკვალიფიკაციის გამო. მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგონიათ? აი, რას ამბობს "შალკეს" ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი: "ბაიერნის" შეცდომით ხომ ვისარგებლეთ? ახლა მეტი გვინდა! ჩემი აზრით, ძალიან რეალურია ის, რომ ცხრილში ზემოთ დავრჩეთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ."

"შალკეს" თავკაცი ჰუუბ სტევენსი ჰუნტელაარის ამბიციებს სიცილით ხვდება, ოცნება კარგიაო, მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი კი აცხადებს, რომ "ვერცხლის სინზე" ოცნების უფლება ფანებსაც აქვთ. ხუმრობა იქით იყოს და, შეგახსენებთ, რომ "შალკეს" გერმანიის ჩემპიონობა ნახევარ საუკუნეზე მეტია, არ უზეიმია. მოკლედ, შაბათს გელზენკირხენში ყველა ბედნიერი იყო, კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესის გარდა - საქმე იმაშია, რომ თანაგუნდელ ჰიოგერთან შეჯახებისას მას ყვრიმალის ძვალი გაუტყდა.

ჰიოვედესს ოპერაციას დღეს გაუკეთებენ, ლაზარეთში კი დაახლოებით 4-5 კვირას გაატარებს. ისე, შესაძლებელია, რომ მოედანზე უფრო ადრეც გავიდეს - ოღონდ დამცავი ნიღბით. ჰელდტი ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ამის გამო ახალი მცველის ყიდვაზეც დავფიქრდეთო - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ჯერ კიდევ არის.

"ვოლფსბურგის" მწვრთნელ-მენეჯერმა ფელიქს მაგათმა წელს ტრანსფერებში უკვე 25 მილიონი ევრო დახარჯა, "კიოლნთან" კი, "მგლებს" ისეთმა ფეხბურთელმა მოაგებინა, რომელშიც ერთი ცენტიც კი არ გადაუხდიათ - გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს 20 წლის თავდამსხმელმა სებასტიან პოლტერმა (თავით) შეაგდო, ეს უკანასკნელი "ვოლფსბურგის" აღზრდილია! უფრო სწორად, პოლტერი 2007 წელს "ბრაუნშვაიგის" 17-წლამდელთა გუნდიდან "ვოლფსბურგის" 17-წლამდელებში უფასოდ გადავიდა. და აი, "მგლების" მთავარი გოლეადორის, მარიო მანჯუკიჩის არყოფნაში "პოლტიმ" "პოლდის" "კიოლნს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

სხვათა შორის, პოლტერმა მაგათს პირველი წრის ბოლო მატჩშიც (შტუტგარტთან 1:0) მოაგებინა. ისე, ფელიქსმა ძირითად შემადგენლობაში რვიდან ოთხი ახალწვეული ათამაშა - ბრაზილიელი ლოპესი, პორტუგალიელი ვიერინია, ჩეხი ირჟაჩეკი და შვეიცარიელი როდრიგესი. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე ფელიქსმა მოედანზე კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი, კოტდივუარელი სიოც შეუშვა და ამით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - მაგათს ამ სეზონში უკვე 35 მოთამაშე ჰყავს გამოყენებული. ძველი რეკორდი "დესპოტ ფელიქსს" 2000/2001 წლების სეზონში ჰქონდა დამყარებული. მაშინ ის ფრანკფურტის "აინტრახტს" წვრთნიდა.

შაბათს, ორი მწვრთნელის დებიუტი შედგა - ერთმა წააგო, მეორემ მოიგო. წაგებული "ჰერტას" ახალი დამრიგებელი მიხაელ სკიბეა. ლევან კობიაშვილის გუნდი "ნიურნბერგს" სტუმრობდა და 0:2 დამარცხდა. შედეგად, დედაქალაქელები მე-13 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ და ახლა სარელეგაციო და შესაბამისად, საშიშ მე-16 ადგილთან მხოლოდ 4 ქულაღა აშორებთ. მოკლედ, სკიბემ მარკუს ბაბელისგან კრიზისი მემკვიდრეობით მიიღო - კობის და კომპანიას უკვე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (3 წაგება, 4 ფრე). ნიურნბერგელებისთვის კი ეს შეხვედრა რიგით მე-1000 გახლდათ ბუნდესლიგაში და დიტერ ჰეკინგის გუნდმა საიუბილეო შეხვედრაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაც შეეხება მოგებულ დებიუტანტს, ეს "ფრაიბურგის" ახალი დამრიგებელი კრისტიან შტრაიხია. მე-18 ტურის შემდეგ "ფრაიში" ზოგადად ბევრი სიახლეა: ახალი მწვრთნელი, ახალი გოლეადორი და რაც მთავარია, ბრაისგაუელები ბოლო ადგილზე აღარ არიან! შაბათს "ფრაიბურგს" პაპის დემბა სისეს არყოფნა ("ნიუკასლში" გადავიდა) ოდნავადაც არ დასტყობია.

შტრაიხის ბიჭებმა კონკურენტ "აუგსბურგს" აჯობეს, გამარჯვების გოლი კი 18 წლის ბავშვმა, მათიას გინტერმა შეაგდო. ეს ბიჭი სრულწლოვანი გასულ ხუთშაბათს გახდა, ბუნდესლიგის პირველივე მატჩში კი, ბურთთან პირველივე კონტაქტი გოლით დააგვირგვინა - ზღაპარივით ისტორიაა, არა?

შაბათის კიდევ ორ შეხვედრაში კი უგოლო ფრეები დაფიქსირდა: "ჰოფენჰაიმმა" "ჰანოვერს" ვერაფერი დააკლო და 0:0 ლოგიკური შედეგია, საღამოს მატჩში კი ასეთივე ანგარიში "კაიზერსლაუტერნმა" და "ვერდერმა" დააფიქსირეს. ამით "ვერდერმა" მოწინავე ოთხეულთან მიახლოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

მომდევნო ტური
27 იანვარი. ჰანოვერი-ნიურნბერგი.
28 იანვარი. ვერდერი-ლევერკუზენი, ჰერტა-ჰამბურგი, აუგსბურგი-კაიზერსლაუტერნი, ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი, ბაიერნი-ვოლფსბურგი, კიოლნი-შალკე.
29 იანვარი. მაინცი-ფრაიბურგი, შტუტგარტი-ბორუსია (მ).

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური
ბორუსია (მ)-ბაიერნი 3:1
ბორუსია /მ/ (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, ბრუვერსი, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (89. მარქსი), არანგო - როისი (92. ლეკიე) - ჰანკე (81. დე კამარგო).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (66. რაფინია), ვან ბუიტენი (76. ლუის გუსტავო), ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი (57. ალაბა), შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, კროოსი - გომესი.
გოლები: 1:0 როისი (11), 2:0 ჰერმანი (41), 3:0 ჰერმანი (71), 3:1 შვაინშტაიგერი (76)
გაფრთხილება: არანგო (ბორუსია /მ/)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 9(5)-17(7); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 54 047

შალკე-შტუტგარტი 3:1
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, პაპადოპულოსი, ჰიოვედესი (42. მეტცელდერი), ფუხსი - ჰიოგერი, მატიპი - ობასი (75. მარიკა), რაული, ბაუმიოჰანი (46. დრაქსლერი) - ჰუნტელაარი.
შტუტგარტი (4-3-2-1): ულრაიხი - ჩელოცი, ტასკი, მასა, მოლინარო - კუჟმანოვიჩი, კვისტი (62. შიბერი), ჰაინალი - ჰარნიკი (62. ოკაზაკი), კაკაუ - პოგრებნიაკი (85. ჰოლცჰაუზერი).
გოლები: 1:0 მატიპი (3), 2:0 პაპადოპულოსი (57), 3:0 დრაქსლერი (80), 3:1 ოკაზაკი (87)
გაფრთხილება: ჰიოგერი - ჰაინალი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 14(7)-13(6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 61 673

ნიურნბერგი-ჰერტა 2:0
ნიურნბერგი (4-2-2-2): რ. შეფერი - ჰეგელერი (92. ნილსონი), მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - კოენი, სიმონსი - დიდავი (90. ფრანტცი), ესვაინი - აიგლერი, პეკჰარტი (82. ბუნიაკუ).
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი (83. თორუნი), ჰუბნიკი, იანკერი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი (76. ჯურიჩინი) - ებერტი, რონი (46. ბენ-ჰატირა), რამოსი - ლასოგა.
გოლები: 1:0 ესვაინი (43), 2:0 მარო (85)
გაფრთხილება: პეკჰარტი - ნიმაიერი, ებერტი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 10(5)-12(2); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 39 117

ფრაიბურგი-აუგსბურგი 1:0
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, დიანიე, ლუმბი - ფლუმი, მაკიადი - შმიდი, კალიჯური (82. ფრაისი) - პუცილა (70. გინტერი) - იენდრიშეკი (65. რაიზინგერი).
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, დე იონგი (77. რაინჰარდტი) - სინკალა, ჰოსოგაი - ბაიერი (58. მ. ნდიენგი), იორლი, ვერნერი (58. ს. ჰაინი) - მიოლდერსი.
გოლი: 1:0 გინტერი (88)
გაფრთხილება: ფლუმი - ვერნერი, დე იონგი, ვერჰეგი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 13-25; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15(6)-4(1); ბურთის ფლობა: 58%-43%.
მაყურებელი: 19 600

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 0:0
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვილიამსი, ვესტერგაარდი, ბრააფჰაიდი - რუდი, სალიჰოვიჩი (85. მუსონა) - მლაპა (66. ჯონსონი), რობერტო ფირმინიო, ბაბელი - იბიშევიჩი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, პანდერი - შმიდებახი (87. ლალა), შტინდლი - როიერი (68. ჩაჰედი), რაუში - შტოპელკამპი - აბდელაუ.
გაფრთხილება: ბეკი - რაუში
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 10(3)-9(1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 24 800

ვოლფსბურგი-კიოლნი 1:0
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, მადლუნგი, ფელიპე, როდრიგესი - პოლაკი, ირჟაჩეკი (79. ჟოსუე) - დეჟაგა, მ. შეფერი - კოო (74. სიო), ვიერინია (46. პოლტერი).
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, პეცონი, აიხნერი - ლანიგი (85. იშაკი), რიტერი - კლემენსი (86. როში), პეჟკო (63. იაიალო) - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი.
გოლი: 1:0 პოლტერი (78)
გაფრთხილება: ფელიპე - იაიალო, აიხნერი
კუთხური: 15-1; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 18(6)-10(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 27 057

კაიზერსლაუტერნი-ვერდერი 0:0
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, შიმუნეკი, როდნი, ბუგერა - ტიფერტი (87. კირხი), დე ვიტი - შაჰანი, ფორტუნისი (63. იორგენსენი) - კუემაა, სვიერჩოკი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, პრიოდლი (29. სილვესტრი), სოკრატისი, შმიტცი - ბარგფრედე - ინგიოვსკი, თრაიბული - ექიჩი - როზენბერგი, პისარო.
გაფრთხილება: სვიერჩოკი, ტიფერტი - სოკრატისი, ბარგფრედე, შმიტცი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 19(5)-14(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 40 381

ჰამბურგი-ბორუსია (დ) 1:5
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, კაჩარი (46. პეტრიჩი) - ლამი, ტეშე, იანსენი (65. სალა) - გერერო.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ლანგერაკი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (82. გიუნდოგანი), კელი (73. ლაიტნერი) - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (82. ბარიოსი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (16), 0:2 ლევანდოვსკი (37), 0:3 ბლაშჩიკოვსკი (58), 0:4 ბლაშჩიკოვსკი (76-პენ), 0:5 ლევანდოვსკი (83), 1:5 გერერო (86)
გაფრთხილება: ბრუმა (ჰამბურგი)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(3)-22(9); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 57 000

ლევერკუზენი-მაინცი 3:2
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - და კოშტა, შვააბი, მ. ფრიდრიხი (85. ტოპრაკი), კადლეცი - რაინარტცი, ლ. ბენდერი - კასტრო, ბალაკი (60. კისლინგი), შიურლე - დერდიოკი (79. როლფესი).
მაინცი (4-1-2-2-1): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - პოლანსკი (77. მალი) - ბაუმგარტლინგერი, სოტო - უჯა (46. კალიჯური), ჩუპო-მოტინგი - ილმაზი (46. სალაი).
გოლები: 1:0 პოსპეხი (10-საკ. კარში), 2:0 მ. ფრიდრიხი (35), 2:1 პოლანსკი (50), 2:2 კალიჯური (53), 3:2 ლ. ბენდერი (70)
გაფრთხილება: მ. ფრიდრიხი (ლევერკუზენი)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 9(2)-17(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 24 365

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 18 12 1 5 44-13 37
2. ბორუსია (დ) 18 11 4 3 40-13 37
3. შალკე 18 12 1 5 41-23 37
4. ბორუსია (მ) 18 11 3 4 28-12 36
5. ვერდერი 18 9 3 6 30-31 30
6. ლევერკუზენი 18 8 5 5 25-24 29
7. ჰანოვერი 18 5 9 4 20-24 24
8. ჰოფენჰაიმი 18 6 5 7 19-19 23
9. ვოლფსბურგი 18 7 2 9 24-34 23
10. შტუტგარტი 18 6 4 8 24-23 22
11. კიოლნი 18 6 3 9 27-36 21
12. ნიურნბერგი 18 6 3 9 19-28 21
13. ჰერტა 18 4 8 6 24-28 20
14. ჰამბურგი 18 4 7 7 22-32 19
15. მაინცი 18 4 6 8 24-32 18
16. კაიზერსლაუტერნი 18 3 8 7 13-21 17
17. ფრაიბურგი 18 4 4 10 22-39 16
18. აუგსბურგი 18 3 6 9 15-29 15

ბომბარდირები
16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 12 - პისარო (ვერდერი); 11 - როისი (ბორუსია /მ/); 10 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული