მიუხედავად ამისა, მიუნხენელები ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არ გააქტიურებულან. ფრანკ რიბერის კი, რამდენიმე დღის წინ, კრიტიკასავით წამოსცდა, სათადარიგოთა სკამი არ გვივარგაო.
ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ "ბაიერნისგან" ხმაურიან ტრანსფერებს ზაფხულში უნდა ველოდოთ. "კიკერის" ცნობით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა პირველ გარიგებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბაზელის" 20 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი ზაფხულში მიუნხენში გადაბარგდება. "კიკერი" წერს, რომ ბავარიელები "ბაზელის" ცაცია ლიდერს უკვე ფაქტობრივად
რაც შეეხება ფასს: ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ "ბაიერნი" "ბაზელს" შაჩირის სანაცვლოდ 10-დან 12 მილიონ ევრომდე გადაუხდის და ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს. დიდი შანსია, რომ შაჩირიმ "ბაიერნთან" ხელშეკრულებას ხელი ამავე კვირაში მოაწეროს.
შაჩირი ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია, "ბაზელში" უმეტესად მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. იანვარში მას "გალათასარაიში" ეპატიჟებოდნენ. მიუნხენური კლუბის ბოსებს უნდათ, რომ ტრანსფერი 22 თებერვლამდე გადაწყდეს, რადგან ამ დღეს რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში სწორედ "ბაზელს" ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"