იოახიმ ლიოვმა მარკო მარინი დააიმედა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერში" ხშირად სათადარიგოთა სკამს ხეხავს და რეზერვისტის როლს საბოლოოდ ვერ გასცდა, ბრემენული კლუბის შემტევი ნახევარმცველი მარკო მარინი არ კარგავს იმედს, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე მაინც წაიყვანს.

ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარინმა განაცხადა, რომ იოგი მას საახალწლოდ დაუკავშირდა და დააიმედა.

"ახალი წლისთვის წარმატებები მისურვა და მითხრა, თავი არ დაზოგო, ბოლომდე დაიხარჯე და იცოდე, რომ ჩემს გაფართოებულ სიაში ხარო.

ამიტომაც მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ მაქვს და თავს მართლა არ
ვზოგავ," - აცხადებს მარინი.

იანვარში მარინის გადაბირებაზე "ტოტენჰემი" და მილანის "ინტერი" ფიქრობდნენ, თუმცა საქმე მოლაპარაკებამდე არ მისულა, რადგან ფეხბურთელმა "ვერდერიდან" წასვლა იუარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული