რობენი ამის გამო უკმაყოფილო დარჩა და გაბრაზება არც დაუმალავს. ყველაზე მეტად, იმის გამო ჩანდა ნაწყენი, რომ ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მას მეორე ტაიმში გახურება უბრძანა, არიენიც გახურდა, მაგრამ „დონ იუპმა“ მოედანზე მაინც არ შეუშვა...
„შტუტგარტთან“ მატჩის წინ რობენი ჩემთან დავიბარე და საკმაოდ დიდხანს
ფაქტია, რომ თომას მიულერმა რობენის პოზიციაზე (მარჯვენა გარემარბი) ძალიან კარგად ითამაშა - რიბერიმ და გომესმა „შტუტგარტთან“ გოლები სწორედ მისი პასებით გაიტანეს. ცხადია, რობენი „ბაიერნში“ ზედმეტი არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჰაინკესის ამ ტაქტიკურმა გადაადგილებამ და ჰოლანდიელი გარემარბის სკამზე დასმამ შედეგი გამოიღო.
გერმანიაში რობენის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება არავის გაჰკვირვებია, რადგან არიენი ამ ბოლო დროს ისე ვერ თამაშობს, როგორც მისგან ელიან და ითხოვენ. თუკი წინა სეზონის მეორე წრეში რობენმა მხოლოდ 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, ახლა, მთელი სეზონის მასშტაბით მის ანგარიშზე მხოლოდ 5 გოლი და 1 პასია...
ჰაინკესმა გუშინ ისიც თქვა, „შტუტგარტთან“ თამაშის წინაც დარწმუნებული ვიყავი, რომ რობენის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება სწორი გადაწყვეტილება იყოო. თუმცა „დონ იუპი“ იქვე დასძენს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ჰოლანდიელი ვარჯიშებზე უკვე ძალიან მოტივირებულია და ამბობს, საუკეთესო ფორმაში მყოფ რობენს ვერცერთი ფეხბურთელი ვერ აჯობებსო.
თუმცა, ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ დღეს, „კაიზერსლაუტერნთან“ კალენდარულ შეხვედრაში ჰაინკესი არიენს ისევ სკამზე დატოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"