არადა, ეს უკანასკნელი "ჰერტაში" სულ ახალი დანიშნული გახლდათ - 46 წლის სკიბემ დედაქალაქური კლუბის თავკაცის რანგში მხოლოდ 5 თამაში გაძლო და რაკი "ჰერტამ" ხუთივე შეხვედრა წააგო (გერმანიის თასი
0:5 ნამეტანი იმედგაცრუება გახლდათ, რის გამოც, კვირას დილით, "ჰერტას" ოფისთან დაახლოებით 200-მდე ფანი შეიკრიბა - მათ შენობაში შეღწევა და ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელებთან პირადად "დალაპარაკება" სურდათ. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათი შეკავება ვერ შეძლეს და როცა ფეხბურთელები შენობიდან გამოვიდნენ, ბერლინელმა ულტრასებმა რამდენიმე მათგანი ალყაში მოაქციეს.
კაპიტანი ანდრე მიატოვიჩი, პეტერ ნიმაიერი, ენის ბენ-ჰატირა, რაფაელი და რონი იძულებულები გახდნენ, განრისხებული ფანების წინაშე თავი ემართლებინათ. მართალია, ულტრასები მოთამაშეებს ხელით არ შეხებიან, მაგრამ სამაგალითოდ კი გალანძღეს. მაგალითად, ბენ-ჰატირას ერთხმად უყვიროდნენ, შენ რა გიჭირს, სადმე გაიქცევი, ჩვენ კი მთელი ცხოვრება "ჰერტას" ფანებად დავრჩებით და არ დავუშვებთ იმას, რომ სანამ აქ ხარ, უსიცოცხლოდ ითამაშოო.
ბერლინელთა მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია და თანაც, მომდევნო ტურში "ჰერტა" დორტმუნდის "ბორუსიას" ხვდება. უკვე ცნობილია, რომ იმ მატჩში კობიაშვილის და კომპანიის მწვრთნელი დროებით რენე ტრეტჩოკი იქნება, რომელიც ახლა ბერლინელთა 19-წლამდელების დამრიგებელია.
სკიბეს კი მართლაც ჯოჯოხეთური ბალანსი გამოუვიდა: 5 თამაში, 5 წაგება (მათ შორის 0:2 გერმანიის თასზე, "გლადბახთან"), ბურთების შეფარდება 1:12. რა გასაკვირია, რომ "შტუტგარტთან" 0:5 ხელმძღვანელებისა და ფანების მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი გამოდგა.
დიდხანს აიტანს რობენი სკამს?
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბაიერნმა" "კაიზერსლაუტერნი" იოლად დაამარცხა (2:0). რაკი ეს შედეგი აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ, კვირას მთელი საფეხბურთო მიუნხენი არა "ლაუტერნის" დამარცხებაზე, არამედ არიენ რობენზე ლაპარაკობდა.
საქმე იმაშია, რომ რეკორდმაისტერის თავკაცმა იუპ ჰაინკესმა 28 წლის ჰოლანდიელი ისევ (როგორც შტუტგარტთან, თასზე) სათადარიგოთა სკამზე დატოვა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჰოლანდიელი ამჯერად შეცვლაზე მაინც შევიდა (ისიც იმიტომ, რომ თომას მიულერმა მცირე ტრავმა მიიღო).
მოედანზე შესვლის შემდეგ (ეს მისთვის ბუნდესლიგაში 50-ე მატჩი გახლდათ) ჰოლანდიელს უდიდესი მოტივაცია ეტყობოდა და ამის გამო ხანდახან ნამეტანიც მოსდიოდა. მაგალითად, 57-ე წუთზე აუტის მოწოდებისას ბურთი იქ გადააგდო, სადაც თანაგუნდელთაგან არავინ იმყოფებოდა, 59-ე წუთზე კი, 45 მეტრიდან ჯარიმა პირდაპირ კარში გაგზავნა.
მატჩის შემდეგ ჰაინკესმაც (მე-100 გამარჯვება "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში) აღნიშნა, არიენი მოტივირებული იყო და ეს ძალიან მიხარიაო.
იმის გამო, რომ შეცვლის დროს ფანებმა აპლოდისმენტები უძღვნეს, საფინალო სასტვენის შემდეგ რობენი ერთადერთი ბავარიელი გახლდათ, რომელმაც -10 გრადუსში სტადიონს საპატიო წრე დაარტყა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა. ფაქტია, რობენი ვერ იტანს, როცა ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ.
გლადბახმა შალკე გააუბედურა!
ტურის ცენტრალურმა მატჩმა იმედები გაამართლა, მაგრამ მხოლოდ ცალმხრივად, რადგან "შალკემ" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" იოტისოდენა წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია!
ლუსიენ ფავრის ბიჭებმა ჰუუბ სტევენსის გუნდი პირწმინდად დაჩაგრეს და 3 უპასუხო გოლი აგემეს! შედეგად, "გლადბახმა" ცხრილში "შალკე" უკან მოიტოვა და ახლა უკვე ნამდვილად აღარ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ 35-წლიანი პაუზის შემდეგ, მიონხენგლადბახელებს მართლა აქვთ ჩემპიონობის შანსი. მატჩის შემდეგ თვით მოკრძალებული ფავრიც კი პირდაპირ ამბობდა, ფანტასტიკურად ვითამაშეთ, ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ და ყველაფრით კმაყოფილი ვარო.
ფაქტია: "გლადბახს" ბუნდესლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს და საკუთარ მოედანზე კვლავ დაუმარცხებელია. აღსანიშნავია, რომ მარკო როისმა "ბორუსია პარკზე" "შალკეს" წინააღმდეგ მესამედ ითამაშა და მოედანი უგოლოდ ისევ არ დატოვა. მეორე გოლი ექს-შალკელი მაიკ ჰანკეს ანგარიშზეა, საბოლოო წერტილი კი ამ შეხვედრაში ხუან არანგომ 32 მეტრიდან იდეალურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დასვა.
გელზენკირხენელები, რა საკვირველია, საშინელ ხასიათზე არიან. "შალკეს" თავკაც სტევენსს საფინალო სასტვენის შემდეგ დანა პირს არ უხსნიდა და მხოლოდ ეს თქვა: "ჩემი შეგირდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ისე ცუდად ითამაშა, რომ მარტო ეს შეხვედრა რომ მენახა, ვიტყოდი, "შალკეში" თამაშს არცერთი მათგანი არ იმსახურებს-მეთქი!"
გიოტცეს არყოფნაში კაგავა დაფრინავს
ლიდერი უცვლელია: დორტმუნდის "ბორუსიამ" ვიცე-ჩემპიონ "ლევერკუზენს" მინიმალური ანგარიშით მოუგო და წაუგებელი მატჩების სერია 15-მდე გაზარდა, რაც BVB-სთვის ახალ პირად რეკორდს ნიშნავს. ლევერკუზენელებს შაბათამდე გასვლით შეხვედრებში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, დორტმუნდიდან კი ხელცარიელები გაბრუნდნენ.
სხვათა შორის, რომ არა "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენოს კარგი თამაში, დორტმუნდელები უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებდნენ.
მოედანზე საუკეთესო დორტმუნდელთა იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა გახლდათ, რომელმაც "ვესტფალენშტადიონის" პუბლიკას მარიო გიოტცეს ტრავმა უმტკივნეულოდ გადაატანინა. სუპერმარიოს არყოფნაში, 22 წლის კაგავა დაფრინავს და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. გოლებსაც რომ თავი დავანებოთ, გიოტცეს არყოფნაში "ბორუსიას" ყველა შეტევას ახალგაზრდა იაპონელი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება "ლევერკუზენს": "ფარმაცევტების" ფანები მეორე ტაიმში კატეგორიულად მოითხოვდნენ მიხაელ ბალაკის მოედანზე შეშვებას, მაგრამ "ბაიერის" მწვრთნელმა რობინ დუტმა გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სკამზე დატოვა (მას ბელარაბი ამჯობინა). ამბობენ, "ლევერკუზენში" დუტის დღეები დათვლილიაო.
ბაბელის წარმატებული დებიუტი
მართალია, ვერ მოიგო, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარკუს ბაბელს "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა, რადგან ბრემენიდან წაღებული ქულა (1:1) "სოფლელებისთვის" ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. თანაც, "ჰოფენჰაიმი" "ვერდერს" 90-ე წუთამდე უგებდა.
ამ ხნის მანძილზე "მუსიკოსების" ავსტრიელ თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩს მოედანზე ხეირიანი არაფერი გაუკეთებია (კლაუდიო პისარო დისკვალიფიცირებული გახლდათ), ბოლოს კი გაიტანა გოლი, რომლითაც "ვერდერს" ქულა გადაურჩინა.
შაბათსვე, "მაინცმა" და "ჰანოვერმა" ქულები გაიყვეს (1:1) და ამ შეხვედრიდან ყურადსაღები მოჰამედ ზიდანის მორიგი გოლია - ეგვიპტელმა მაინცელთა წინა ხაზი აშკარად გააძლიერა. პარასკევს კი, "ვოლფსბურგმა" "ფრაიბურგი" დაამარცხა (3:2) და იმ დროს, როცა ბრაისგაუელები აუტსაიდერებად რჩებიან, ფელიქს მაგათის "მგლები" ცხრილში წინ მიიწევენ.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 3:2
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - ჟოსუე (46. ჰასებე), ირჟაჩეკი - დეჟაგა (74. ოხსი), მ. შეფერი - მანჯუკიჩი, სიო (62. პოლტერი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, დიანიე, ჰიონი, ლუმბი (79. ფრაისი) - მაკიადი, ფლუმი - შმიდი (63. როზენტალი), დ. კალიჯური - იენდრიშეკი, სანტინი (65. რაიზინგერი).
გოლები: 1:0 ირჟაჩეკი (5), 1:1 ფლუმი (12), 2:1 მ. შეფერი (14), 2:2 დ. კალიჯური (38), 3:2 ირჟაჩეკი (61)
გაფრთხილება: დეჟაგა, როდრიგესი - ფრაისი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 24-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(8)-8(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 23 057
ბორუსია (დ)-ლევერკუზენი 1:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (86. პერიშიჩი), კაგავა (89. ლაიტნერი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (77. ბარიოსი).
ლევერკუზენი (4-1-2-1-2): ლენო - ჩორლუკა (75. ბელარაბი), შვააბი, მ. ფრიდრიხი, ოჩიპკა - რაინარტცი - როლფესი (61. რენატო), ლ. ბენდერი - კასტრო - კისლინგი, შიურლე.
გოლი: 1:0 კაგავა (45)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14(5)-3(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 80 400
მაინცი-ჰანოვერი 1:1
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი (54. კირხჰოფი), ბუნგერტი, ნოვესკი, ზაბავნიკი - პოლანსკი, სოტო (46. ბაუმგარტლინგერი) - მ. კალიჯური, ზიდანი (81. ივანშიტცი), ჩუპო-მოტინგი - სალაი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, პანდერი - პინტუ, შტინდლი (68. შმიდებახი) - შლაუდრაფი, რაუში (85. ზობიხი) - მ. დიუფი, აბდელაუ.
გოლები: 1:0 ზიდანი (7), 1:1 ზობიხი (89)
გაფრთხილება: ბუნგერტი, სალაი, ვეტკლო - შტინდლი, პინტუ, შლაუდრაფი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13(4)-15(7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 173
ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი 2:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, ალაბა - თ. მიულერი (56. რობენი), კროოსი (82. ტიმოშჩუკი), რიბერი (78. ოლიჩი) - გომესი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ტრაპი - დიკი, იაია, აბელი, იესენი - პეცოსი (82. ცელნერი) - შაჰანი, ტიფერტი, ფორტუნისი (64. დერსტროფი), სუკუტა-პასუ (64. შეხტერი) - ვაგნერი.
გოლები: 1:0 გომესი (6), 2:0 თ. მიულერი (30)
გაფრთხილება: ლამი - პეცოსი, ვაგნერი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18(10)-5(1); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 69 000
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 1:1
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი, სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - იუნუზოვიჩი (71. ფიულკრუგი), იგნიოვსკი - ექიჩი (46. მარინი) - არნაუტოვიჩი, როზენბერგი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი (83. შტრობლი) - ვუკჩევიჩი, რობერტო ფირმინიო, ვაისი (71. მუსონა) - ლაკიჩი (80. მლაპა).
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (4), 1:1 არნაუტოვიჩი (90)
გაფრთხილება: ექიჩი, ვიზე, სოკრატისი - ვესტერგაარდი, ვაისი, რობერტო ფირმინიო, კომპერი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 24-28; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(4)-11(6); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 39 176
შტუტგარტი-ჰერტა 5:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი (83. კუჟმანოვიჩი), ტასკი, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, გენტნერი (66. შიბერი) - ჰარნიკი (73. კაკაუ), ჰაინალი, ოკაზაკი - იბიშევიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - მორალესი (46. იანკერი), ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ნიმაიერი, ოტლი - ებერტი, რაფაელი, ბასტიანსი - ლასოგა (69. ჯურიჩინი).
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (24), 2:0 ჰარნიკი (28), 3:0 ოკაზაკი (32), 4:0 ჰარნიკი (41), 5:0 ჰარნიკი (58)
გაძევება: ოტლი (30. ჰერტა)
გაფრთხილება: ტასკი - მორალესი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19(12)-4(0); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 45 000
ბორუსია (მ)-შალკე 3:0
ბორუსია /მ/ (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი (72. მარქსი), ნოიშტედტერი - ჰერმანი (79. დე კამარგო), არანგო - როისი - ჰანკე (90. ვენდტი).
შალკე (4-1-4-1): უნერშტალი - ჰიოგერი (79. ჰუგლანდი), პაპადოპულოსი, ჰიოვედესი, ფუხსი - მატიპი - ფარფანი (63. დრაქსლერი), რაული, ხურადო (46. მეტცელდერი), ობასი - ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 როისი (2), 2:0 ჰანკე (15), 3:0 არანგო (32)
გაფრთხილება: ნორდტვეიტი - ჰიოვედესი, ობასი, პაპადოპულოსი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10(4)-10(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 54 049
აუგსბურგი-ნიურნბერგი 0:0
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, დე იონგი (8. ოსტრცოლეკი) - ბაიერი, ჰოსოგაი - ვერნერი (64. ბელინგჰაუზენი), იორლი, კოო - მიოლდერსი (77. ს. ჰაინი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, ჰლუშეკი - სიმონსი, კოენი - ჩენდლერი, ფრანტცი (79. აიგლერი), ბუნიაკუ (71. ესვაინი) - პეკჰარტი (46. ჰეგელერი).
გაფრთხილება: ვერჰეგი, ბაიერი - კოენი, ფრანტცი, ფოილნერი, მარო
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 23-23; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 9(1)-12(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 30 660
კიოლნი-ჰამბურგი 0:1
კიოლნი (4-3-2-1): რენზინგი - სერენო, ჟერომელი, ჯემალი (52. როში), აიხნერი (46. მაკენა) - რიტერი, ლანიგი (81. პეცონი), იაიალო - კლემენსი, პეჟკო - ნოვაკოვიჩი.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - იაროლიმი (92. მანსიენი), კაჩარი (59. ტეშე) - სალა (91. სონი), იანსენი - პეტრიჩი, გერერო.
გოლი: 0:1 გერერო (88)
გაფრთხილება: ლანიგი, ჯემალი, ჟერომელი - სალა
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 10(2)-19(4); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 46 500
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 21 14 4 3 46-14 46
2. ბაიერნი 21 14 2 5 49-14 44
3. ბორუსია (მ) 21 13 4 4 34-12 43
4. შალკე 21 13 2 6 46-28 41
5. ვერდერი 21 9 6 6 34-35 33
6. ლევერკუზენი 21 8 7 6 28-28 31
7. ჰანოვერი 21 7 10 4 23-25 31
8. ვოლფსბურგი 21 8 3 10 27-38 27
9. შტუტგარტი 21 7 5 9 31-28 26
10. ჰამბურგი 21 6 8 7 26-34 26
11. ჰოფენჰაიმი 21 6 7 8 23-25 25
12. კიოლნი 21 7 3 11 29-41 24
13. მაინცი 21 5 8 8 29-35 23
14. ნიურნბერგი 21 6 4 11 19-31 22
15. ჰერტა 21 4 8 9 25-36 20
16. კაიზერსლაუტერნი 21 3 9 9 15-26 18
17. აუგსბურგი 21 3 9 9 19-33 18
18. ფრაიბურგი 21 4 5 12 27-47 17
ბომბარდირები
18 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - ჰარნიკი (შტუტგარტი), რაული (შალკე).
მომდევნო ტური
17 თებერვალი. ჰოფენჰაიმი-მაინცი
18 თებერვალი. ჰერტა-ბორუსია (დ), ჰამბურგი-ვერდერი, ნიურნბერგი-კიოლნი, კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (მ), ლევერკუზენი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ბაიერნი.
19 თებერვალი. შალკე-ვოლფსბურგი, ჰანოვერი-შტუტგარტი.
II ბუნდესლიგა
XXI ტური
აუე-მიუნხენ 1860 გადაიდო
კოტბუსი-ალემანია 1:1
გოლები: 0:1 ფაისტჰამელი (50), 1:1 მიორლე (53)
ფრანკფურტი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 ამრი (37), 1:1 აკაიჩი (88)
ბრაუნშვაიგი-კარლსრუე 0:0
უნიონი-დინამო (დ) 4:0
გოლები: 1:0 კუირინგი (45-პენ), 2:0 მოსკერა (59), 3:0 ტეროდე (66), 4:0 ტეროდე (76)
ზანკტ პაული-ბოხუმი 2:1
გოლები: 0:1 აზაუაგი (18), 1:1 შახტენი (26), 2:1 შახტენი (81)
ჰანზა-დუისბურგი 4:2
გოლები: 1:0 მინტალი (30), 1:1 ბაჟიჩი (34), 2:1 იენიკე (36), 2:2 სუკალო (40), 3:2 მინტალი (52), 4:2 ბორგი (82-პენ)
ფიურტი-პადერბორნი 5:1
გოლები: 0:1 პროშვიტცი (5), 1:1 ასამოა (6), 2:1 სარარერი (11), 3:1 ასამოა (45+2), 4:1 ოკეანი (47), 5:1 მავრაი (57)
ფორტუნა-აინტრახტი დღეს
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიურტი 21 13 4 4 47:18 43
2. ფორტუნა 20 12 7 1 44:21 43
3. აინტრახტი 20 12 6 2 43:20 42
4. ზანკტ პაული 21 13 3 5 41:24 42
5. პადერბორნი 21 12 6 3 33:22 42
6. მიუნხენ 1860 20 11 2 7 42:28 35
7. უნიონი 21 10 4 7 36:32 34
8. ბრაუნშვაიგი 21 8 6 7 26:24 30
9. ბოხუმი 21 8 3 10 28:32 27
10. დინამო (დ) 21 7 4 10 36:39 25
11. კოტბუსი 21 6 6 9 21:33 24
12. დუისბურგი 21 5 5 11 27:33 20
13. ალემანია 21 3 10 8 20:28 19
14. აუე 20 4 7 9 17:33 19
15. ფრანკფურტი 21 3 9 9 21:38 18
16. ინგოლშტადტი 21 3 7 11 23:41 16
17. კარლსრუე 21 4 4 13 21:44 16
18. ჰანზა 21 2 9 10 18:34 15
ბომბარდირები
14 - პროშვიტცი (პადერბორნი); 11 - ოკეანი (ფიურტი), რიოსლერი (ფორტუნა); 10 - კრუპკე (ბრაუნშვაიგი), კრუსე (ზანკტ პაული), ა. მაიერი (აინტრახტი), ნიოთე (ფიურტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
II bundesliga
XXI turi
aue-miunxen 1860 gadaido
kotbusi-alemania 1:1
golebi: 0:1 faisthameli (50), 1:1 miorle (53)
frankfurti-ingolStadti 1:1
golebi: 1:0 amri (37), 1:1 akaiCi (88)
braunSvaigi-karlsrue 0:0
unioni-dinamo (d) 4:0
golebi: 1:0 kuiringi (45-pen), 2:0 moskera (59), 3:0 terode (66), 4:0 terode (76)
zankt pauli-boxumi 2:1
golebi: 0:1 azauagi (18), 1:1 Saxteni (26), 2:1 Saxteni (81)
hanza-duisburgi 4:2
golebi: 1:0 mintali (30), 1:1 baJiCi (34), 2:1 ienike (36), 2:2 sukalo (40), 3:2 mintali (52), 4:2 borgi (82-pen)
fiurti-paderborni 5:1
golebi: 0:1 proSvitci (5), 1:1 asamoa (6), 2:1 sarareri (11), 3:1 asamoa (45+2), 4:1 okeani (47), 5:1 mavrai (57)
fortuna-aintraxti dRes
T m f w b q
1. fiurti 21 13 4 4 47:18 43
2. fortuna 20 12 7 1 44:21 43
3. aintraxti 20 12 6 2 43:20 42
4. zankt pauli 21 13 3 5 41:24 42
5. paderborni 21 12 6 3 33:22 42
6. miunxen 1860 20 11 2 7 42:28 35
7. unioni 21 10 4 7 36:32 34
8. braunSvaigi 21 8 6 7 26:24 30
9. boxumi 21 8 3 10 28:32 27
10. dinamo (d) 21 7 4 10 36:39 25
11. kotbusi 21 6 6 9 21:33 24
12. duisburgi 21 5 5 11 27:33 20
13. alemania 21 3 10 8 20:28 19
14. aue 20 4 7 9 17:33 19
15. frankfurti 21 3 9 9 21:38 18
16. ingolStadti 21 3 7 11 23:41 16
17. karlsrue 21 4 4 13 21:44 16
18. hanza 21 2 9 10 18:34 15
bombardirebi: 14 - proSvitci (paderborni); 11 - okeani (fiurti), riosleri (fortuna); 10 - krupke (braunSvaigi), kruse (zankt pauli), a. maieri (aintraxti), nioTe (fiurti).