ვინ მიხედავს ლევან კობიაშვილს და "ჰერტას"?

AutoSharing Option
ბოლო სამწვრთნელო გადაადგილებიდან არ გასულა თვენახევარზე მეტი და "ჰერტას" ისევ ახალი დამრიგებელი სჭირდება.

მენეჯერი მიხაელ პრეეტცი მიხაელ სკიბეს გათავისუფლების შემდეგ წნეხის ქვეშაა მოქცეული და ვალდებულია, ახალი მწვრთნელი ძალიან სწრაფად იპოვნოს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლევან კობიაშვილის გუნდის თავკაცის თანამდებობაზე არაერთი სპეციალისტი მოიაზრება, საუკეთესო შანსები კი, წინა კვირაში "ჰოფენჰაიმიდან" გაგდებულ ჰოლგერ სტანისლავსკის აქვს.

42 წლის "სტანი" პრეეტცის მოთხოვნებს ასი პროცენტით აკმაყოფილებს და პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ გაგდებული სპეციალისტის სამსახურში მიღება კარგ ტონად არ ჩაითვლება. არადა, დროც არ
ითმენს!

"ბილდი" წერს, რომ "ჰერტას" გაწვრთნა უკვე იუარეს რალფ რანგნიკმა და იურგენ რიობერმა. კანდიდატია "ჰერტას" ექს-თავკაცი ფალკო გიოტციც, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიეტნამში გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია.

49 წლის გიოტცი ამბობს, თუ დაინტერესდებიან, მოლაპარაკებებისთვის მზად ვარო. "ჰერტას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავება ძალიან უნდა კიდევ ერთი ექს-ბერლინელ ვოლფგანგ ზიდკასაც, რომელიც ბოლოს ერაყში მუშაობდა.

დღესდღეობით მხოლოდ ერთი რამ არის დადასტურებული: "ჰერტას" დროებით რენე ტრეტჩოკი ავარჯიშებს, რომელიც ბერლინელთა 19-წლამდელების გუნდის დამრიგებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული