შინჯი კაგავაც დაშავდა

AutoSharing Option
მარიო გიოტცე რომ დაშავდა, დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს, მაგრამ გერმანიის ჩემპიონს ვუნდერკინდის არყოფნაში ქულები არ დაუკარგავს. ეს იმიტომ, რომ იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა ათამაშდა ბრწყინვალედ.

ახლა კი, დორტმუნდელებმა მორიგი შოკი მიიღეს: გუშინდელ ვარჯიშზე კაგავაც დაშავდა და უკვე ცნობილია, რომ "ჰერტასთან" კალენდარულ შეხვედრაში ვერ იასპარეზებს.

დორტმუნდული კლუბის სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, ახალგაზრდა იაპონელი ნახევარმცველი "ბორუსიას" სავარაუდოდ ვერც მომდევნო ტურში, "ჰანოვერთან" დაეხმარება.

ვინ შეცვლის "ჰერტასთან" კაგავას? ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი ძირითად შემადგენლობაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლუკას ბარიოსს გაამწესებს,
რობერტ ლევანდოვსკის კი გამთამაშებლის პოზიციაზე გადასწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული