მარიო ბასლერი: ერთხელ ოტო რეჰაგელმა ვარჯიშიდან კუთხურის ალმიდან გატანილი გოლის გამო გამათავისუფლა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მარიო ბასლერი ბერლინის "ჰერტას" მთავარ მწვრთნელად ოტო რეჰაგელის დანიშვნას მიესალმა.

ბასლერი რეჰაგელს კარგად იცნობს, ვინაიდან თავის დროზე მისი ხელმძღვანელობით ბრემენის "ვერდერში" თამაშობდა.

"ჩემთვის რეჰაგელი მეფეა. ძალიან მიხარია, რომ ის "ჰერტას" ჩაუდგა სათავეში. იმედი მაქვს, გუნდი მისი დახმარებით ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

"ვერდერში" მისი ხელმძღვანელობით მუშაობა სიამოვნება იყო. სანამ კარგად ვთამაშობდი, ის ყველაფერს მპატიობდა.

ერთხელ ვარჯიშზე დავიგვიანე. როდესაც მოედანზე გამოვედი, ბურთი კუთხურის ალამთან დავინახე. რეჰაგელმა მითხრა: მარიო, თუ ამ ადგილიდან ბურთის კარში გატანას შეძლებ, დღევანდელი ვარჯიშიდან გაგათავისუფლებ. მე
გოლი გავიტანე, ოტომ კი დანაპირები შეასრულა", - თქვა ბასლერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული