ფანები თუ სპონსორები?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფანებმა "შალკეს" მეპატრონეებს ულტიმატუმი წაუყენეს – თუკი თქვენს სტადიონზე შესასვლელ ბილითებს არ გააიაფებთ, გელზენკირხენში რურულ დერბის არ დავესწრებითო.

გაგიკვირდებათ და წლეულს "შალკემ" გერმანიის ჩემპიონატის საშინაო მატჩებზე დასასწრებ ბილეთებზე გერმანიისთვისაც კი არნახული ფასი დააწესა – 50 ევრო. ფანების აზრით, ასეთი ფასი კლუბის დიდი სატრანსფერო ხარჯებითაა განპირობებული - რაულის, ხურადოს, ჰუნტელარის, პლესტანის გადაბირება სოლიდურ თანხას მოითხოვდა.

"ჩვენი ფანების კარგად მესმის. რა ამბავია 50 ევრო? ეს ადამიანები საფეხბურთო გულშემატკივრები არიან თუ "ჰუნტელარის სახელობის ფონდის" სპონსორები?" – ასეთი სარკაზმნარევი რეაქცია ჰქონდა დორტმუნდელ
ფეხბურთელთა დამრიგებელ იურგენ კლოპს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული