არიენ რობენი: ტრავმის შემდეგ 100 პროცენტით მზად არ ვარ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა აღიარა, რომ ტრავმის შემდეგ სრულად ჯერ კიდევ არ მომჯობინებულა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელს საზარდულის თიაქარის მოსაშორებლად ოპერაცია გაუკეთეს.

"ტრავმის შედეგებს ჯერ კიდევ ვგრძნობ. ტკივილები მაქვს. მართალია, თამაშის დროს ცუდ მდგომარეობაში არ ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტით ვარ მზად", - განაცხადა რობენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული