ფრანკ რიბერი: მსურს კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" დავასრულო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულება თავის ამჟამინდელ კლუბში სურს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

"უკვე თითქმის 29 წლის ვარ, "ბაიერნთან" ხელშეკრულება მაქვს. რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.

მიუნხენში სახლი მაქვს და ჩემს ოჯახს აქ ყველაფერი აკმაყოფილებს. ისეთი მეგობარიც მყავს, როგორიც დანიელ ვან ბიუიტენია. "ბაიერნი" ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა", - განაცხადა რიბერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული