ბასტიან შვაინშტაიგერი მალე დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მალე სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს.

მიუნხენური გრანდის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა განაცხადა, რომ შვაინის ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ შეამოწმებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხა, ბასტიანს ვარჯიშის დაწყების ნებას დართავს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შვაინშტაიგერმა ტრავმა თებერვლის დასაწყისში, გერმანიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში (2:0 შტუტგარტთან), გეორგ ნიდერმაიერთან ორთაბრძოლისას მიიღო და მას მერე აღარ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული