მიუნხენური გრანდის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა განაცხადა, რომ შვაინის ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ შეამოწმებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხა, ბასტიანს ვარჯიშის დაწყების ნებას დართავს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შვაინშტაიგერმა ტრავმა თებერვლის დასაწყისში, გერმანიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში (2:0 შტუტგარტთან), გეორგ ნიდერმაიერთან ორთაბრძოლისას მიიღო და მას მერე აღარ უთამაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"