ფრანკ რიბერი გერმანიასთან მატჩში დაშავდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ გერმანიასთან (2:1) ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო.

ფრანგების მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის თქმით, რიბერი პირველ ტაიმში დაშავდა.

"მას ისე მაგრად ჩაარტყეს, შესვენებაზე სიარულიც ვერ შეძლო", - აღნიშნა ბლანმა.

1 მარტს რიბერი სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს. არ არის გამორიცხული, რომ ნახევარმცველს ლევერკუზენის "ბაიერთან" გერმანიის ჩემპიონატის მატჩის გამოტოვება მოუხდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული